ვისენტე დელ ბოსკე: მეტოქედ იტალია - ეს ის გზა არ არის, რომელიც გვინდოდა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ხორვატიასთან (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"გასახდელში ბიჭები სიწყნარეში ისხდნენ. მათ არ უყვართ წაგება. თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით. არ დავიწყებ ძალიან თავის მართლებას, ნორმალურად ვთამაშობდით, მხოლოდ ბოლოსკენ დავკარგეთ კონცენტრაცია. ფეხბურთელებთან პრეტენზიები არ მაქვს.

გვაქვს დრო, იტალიასთან მატჩისთვის მოვემზადოთ. ეს ის გზა არ არის, რომლის გავლა გვინდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერს ვაკონტროლებდით. შევეცდებით, რაც შეიძლება მალე გამოვფხიზლდეთ ამ მარცხისგან.

ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ შედეგი ტაბლოზეა. ახლა იტალიისთვის უნდა მოვემზადოთ.

ვიცით, რომ პერიში
მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ რას იზამ. ბრძოლას ვაგრძელებთ. მართალია, ეს ის გზა არ არის, რომელიც გვინდოდა, თუმცა სიტუაციის გამოსწორების შანსი გვაქვს", - თქვა დელ ბოსკემ.

- ევრო 2016. D ჯგუფი. ხორვატია-ესპანეთი: ხორვატიამ ესპანეთი იტალიას დააჯახა [VIDEO]

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული