ევრო 2016. F ჯგუფი. III ტური: ისლანდიელთა ისტორიული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
22 ივნისს ევრო 2016-ის F ჯგუფის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. "სტად დე ფრანსზე" ერთმანეთს ისლანდიისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ისლანდიელებმა 2:1 მოიგეს.

მე-18 წუთზე იონ ბოდვარსონმა ახლო მანძილიდან დარტყმით ანგარიში გახსნა. 37-ე წუთზე ავსტრიას გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ალეკსანდარ დრაგოვიჩმა პენალტი ძელს გაარტყა.

მე-60 წუთზე ანგარიში ალესანდრო შიოპფმა გაათანაბრა. ისლანდიელებმა ისტორიული გამარჯვება 94-ე წუთზე ტრაუსტასონის გოლის წყალობით იზეიმეს.

ჯგუფის სხვა მატჩში პორტუგალიის ნაკრები უნგრეთს შეხვდა და 3:3 დაუზავდა

ჯგუფი 5 ქულით უნგრეთის ნაკრებმა მოიგო, 5 ქულით მეორე ადგილზეა ისლანდია. მესამე ადგილზე
გავიდა პორტუგალიის ნაკრები 3 ქულით, ავსტრია 1 ქულით გავარდა.

მერვედფინალში ისლანდიის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება.

ისლანდია-ავსტრია 2:1
გოლები: 1:0 ბოდვარსონი (18), 1:1 შიოპფი (60), 2:1 ტრაუსტასონი (94)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული