E ჯგუფში ბელგიის ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.
შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით, რაჯა ნაინგოლანის ანგარიშზეა.
საბოლოოდ, ბელგიის ნაკრებს 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, შვედეთის ნაკრები კი, რომელსაც სამი მატჩის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა დაუგროვდა, ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. ჯგუფში ასევე 6 ქულით პირველობა არავის დაუთმო იტალიის ნაკრებმა.
1/8-ფინალში გასული ბელგიის ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდება.