ევრო 2016. E ჯგუფი. III ტური: ბელგია პლეი-ოფშია, შვედეთისთვის ჩემპიონატი დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
22 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა.

E ჯგუფში ბელგიის ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით, რაჯა ნაინგოლანის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოოდ, ბელგიის ნაკრებს 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, შვედეთის ნაკრები კი, რომელსაც სამი მატჩის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა დაუგროვდა, ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. ჯგუფში ასევე 6 ქულით პირველობა არავის დაუთმო იტალიის ნაკრებმა.

1/8-ფინალში გასული ბელგიის ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული