ივან პერიშიჩზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა ივან პერიშიჩმა ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე თავი ბრწყინვალედ გამოავლინა და ევროპული ტოპ-კლუბების ყურადღებაც მიიქცია.

27 წლის პერიშიჩი ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა ხორვატიის ნაკრების, რომელმაც ჯგუფში ესპანეთს გადაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა ტურნირის სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა.

Sport.es-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" უკვე გამოავლინა პერიშიჩის მიმართ ინტერესი.

გარდა ამისა, ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულები არიან ლონდონის "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ.

Tuttosport-ის ცნობით, პერიშიჩის სატრანსფერო ფასი 30 მლნ ევრო გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ
"ინტერის" ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელია.

აქვე გეტყვით, რომ პერიშიჩი "ინტერში" 2015 წლის ზაფხულში "ვოლფსბურგიდან" გადავიდა.

გასულ სეზონში ხორვატმა ფეხბურთელმა სერია A-ს 34 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული