ევრო 2016. სტატისტიკური შეჯამება: რონალდომ ყველაზე მეტი ააცილა

AutoSharing Option
* ევრო 2016-ის 36 თამაშში 69 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 1,92 გოლია მატჩში.
* ტურნირს უკვე დაესწრო 1 650 920 ადამიანი, საშუალოდ 45,6 ათასი.
* პორტუგალიის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელიც თამაშის მოუგებლად გავიდა მერვედფინალში, თუმცა ამ გუნდს არც წაუგია.
* 69 გოლი 56 ფეხბურთელზე გადანაწილდა. 3-3 გოლი ორმა გაიტანა, 2-2 - შვიდმა, ორიც ავტოგოლია.
* ევრო 2016-ის ფინალური ეტაპის საპრიზო ფონდი ჯამში 301 მილიონი ევროა.
* ერთზე მეტი საგოლე პასი (2-2) მხოლოდ ორი ფეხბურთელის ანგარიშზეა, ედენ აზარზე და აარონ რემზიზე.
* სამივე თამაში "მშრალად" მხოლოდ მანუელ ნოიერმა შეინახა. მართალია, არც პოლონელებს გაუშვიათ, მაგრამ ეს ორ გოლკიპერზე (ფაბიანსკი, შჩესნი) გადანაწილდა.
* ევრო 2016-ზე 7 პენალტი დაინიშნა, აქედან 4 გავიდა, ანუ 57,1%.
* ჩემპიონატზე 2 წითელი და 129 ყვითელი ბარათი დაარიგეს.

სტატისტიკა ადამიანურ ფაქტორს (სიმპათია-ანტიპათია) გამორიცხავს. ამიტომ, ყოველთვის საინტერესოა ციფრებში ჩახედვა.

დროის მიხედვით
ჩემპიონატის პირველი გოლი ოლივიე ჟირუმ (საფრანგეთი) გაიტანა. პირველი დუბლი ალვარო მორატას (ესპანეთი) ანგარიშზეა. ყველაზე სწრაფი გოლი ტურნირზე მე-5 წუთზე გავიდა და მისი ავტორი ფაბიან შერია (შვეიცარია). ონდჟეი დუდამ (სლოვაკეთი) სათადარიგოთა სკამიდან შესვლის მერე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - ერთ წუთში. დიმიტრი პაიემ (საფრანგეთი) და ნილ მაკგინმა (ჩრდილო ირლანდია) მატჩების 96-ე წუთზე გაიტანეს.

გუნდური
ყველაზე მეტი გოლი - 6 - უელსისა და უნგრეთის ნაკრებებმა გაიტანეს, ხოლო უკრაინის ნაკრები ერთადერთია, ვინც გოლის გარეშე დაემშვიდობა ევრო 2016-ს. ყველაზე მეტი გოლი გაუშვა რუსეთის ნაკრებმა - 6, გოლი ჯერ არ გაუშვიათ გერმანიასა და პოლონეთს. სამგოლიანი უპირატესობით მხოლოდ სამი თამაში დასრულდა - ესპანეთის, უელსისა და ბელგიის სასარგებლოდ. ალბანეთი ყველაზე უდისციპლინო გუნდია - 1 გაძევება და 10 გაფრთხილება. ესპანელებმა კი მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი მიიღეს.

პასის სიზუსტეში ესპანელებს ვერავინ შეედრება - 93%. აი, ბურთის ფლობაში კი გერმანიამ აჯობა ყველას - 68%. კარისკენ ყველაზე ხშირად პორტუგალია ურტყამდა - 28-ჯერ.

ბომბარდირები და ასისტენტები
3-3 გოლი გარეთ ბეილმა (უელსი) და მორატამ გაიტანეს. 2-2 გოლი გაიტანეს: პაიემ, რომელუ ლუკაკუმ (ბელგია), ნანიმ (პორტუგალია), ბოგდან სტანკუმ (რუმინეთი), ივან პერიშიჩმა (ხორვატია), კრიშტიანო რონალდომ (პორტუგალია) და ბალაჟ ჯუჯაკმა (უნგრეთი).
2-2 საგოლე პასი მხოლოდ ედენ აზარის (ბელგია) და აარონ რემზის (უელსი) ანგარიშზეა.

კარში ზუსტად ყველაზე მეტჯერ ბეილმა დაარტყა - 11-ჯერ, რონალდო 8 დარტყმით მეორეა, მორატა - მესამე - 6 დარტყმა. ყველაზე მეტჯერ ააცილა რონალდომ - 13-ჯერ. მას 11-ჯერ დაუბლოკეს დარტყმული, ამ მაჩვენებლითაც პორტუგალიელი პირველია. ძელს (ან ხარიხას) ორჯერ მხოლოდ თომას მიულერმა (გერმანია) გაარტყა და თან, ეს ერთ თამაშში მოხდა.

ყველაზე მეტი პასი გააკეთა ტონი კროოსმა (გერმანია) - 353, მეორეზეა გრანიტ ჯაკა (შვეიცარია) - 307, მესამეზეა ანდრეს ინიესტა (ესპანეთი) - 284.

ყველაზე მეტი ზუსტი პასი კროოსის ანგარიშზეა - 328, შემდეგ მოდის ჯაკა - 283 და ინიესტა - 265. მათ შორის, ვინც 100-ზე მეტი პასი გააკეთა, ყველაზე აკურატული რიკარდო კარვალიო (პორტუგალია) იყო - 99%.

9-9-ჯერ დაჯარიმდნენ შეინ ლონგი (ირლანდია), სიმონე ძაძა (იტალია) და მორატა. 11-ჯერ დაჯარიმდნენ გჟეგოჟ კრიხოვიაკის (პოლონეთი) წინააღმდეგ.

whoscored.com-ის ტოპ-10
გარეთ ბეილი უელ. 8,78
დიმიტრი პაიე საფ. 8,21
ივან პერიშიჩი ხორ. 8,16
კევინ დე ბრუინი ბელ. 8,12
ტონი კროოსი გერ. 8,02
ლედიან მემუშაი ალბ. 8,02
ლუკა მოდრიჩი ხორ. 7,86
აარონ რემზი უელ. 7,80
ფაბიან შერი შვე. 7,68
დავიდ სილვა ესპ 7,65

whoscored.com-ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული