ევრო 2016. 1/8-ფინალების წინ: დღეიდან პლეი ოფი იწყება

AutoSharing Option
ფოტოზე: პორტუგალიის მთავარი იმედი კრიშტიანო რონალდო ვარჯიშზე
დღეიდან საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 1/8-ფინალური ეტაპი იწყება.

დღეს, 25 ივნისს, სამი მატჩია დაგეგმილი. სენტ ეტიენში, თბილისის დროით 17:00 სთ-ზე ერთმანეთს შვეიცარიისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, 20:00 სთ-ზე კი, პარიზში, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდების შეხვედრა დაიწყება.

დღის ბოლოს ხორვატია-პორტუგალიის მატჩია დაგეგმილი. შეხვედრა ლანსში 23:00 სთ-ზე გაიმართება.

სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" გეგმავს.

ევრო 2016. 1/8 ფინალი
25 ივნისი. სენტ ეტიენი. "სტად ჟოფრუა გიშარი"
შვეიცარია-პოლონეთი 17:00
დისკვალიფიკაცია: კაპუსტკა
(პოლონეთი)
ტრავმა: შჩესნი (პოლონეთი)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

25 ივნისი. პარიზი. "პარკ დე პრენსი"
უელსი-ჩრდ. ირლანდია 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

25 ივნისი. ლანსი. "სტად ბოლარ დელელისი"
ხორვატია-პორტუგალია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მოდრიჩი, მანჯუკიჩი - გერეირო, ანდრე გომეში
მსაჯი: კარლოს ველასკო კარვალიო (ესპანეთი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული