მე-10 წუთზე კევინ დე ბრუინის პასით ტობი ალდერვეირელდმა გაიტანა.
მეორე ტაიმში ბელგიელთა უპირატესობა აშკარა გახდა - 78-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მიში ბატშუაიმ ედენ აზარის პასით გაიტანა, ხოლო მე-80 წუთზე აზარმა დიდებული სოლორეიდი მოაწყო და ბელგიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
91-ე წუთზე კიდევ ერთმა შეცვლაზე შესულმა გაიტანა - იანიკ ფერეირა-კარასკომ - 4:0.
მეოთხედფინალში ბელგიის ნაკრების მეტოქე იქნება უელსის ნაკრები