გერმანია 1/4-ფინალიდან გავარდება?! - 10 წელია გერმანია ესპანეთსა და იტალიას ვერ სცდება

AutoSharing Option
ბოლო 10 წლის განმავლობაში გერმანიის ნაკრების ტურნირიდან გაგდება მხოლოდ ესპანეთმა და იტალიამ შეძლეს.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე გერმანია იტალიასთან (0:2) ნახევარფინალში დამარცხდა. ევრო 2008-ზე ესპანეთმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა გერმანია, ხოლო 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთმა 1:0 სძლია გერმანელებს ნახევარფინალში. ევრო 2012-ის ნახევარფინალში კი გერმანელები იტალიელებმა ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

2014 წლის მუნდიალზე, რომელიც გერმანიამ მოიგო, ლიოვის გუნდს ესპანეთი და იტალია არ შეხვედრიან.

აღსანიშნავია, რომ ევრო 2016-ზე გერმანიის ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში ან ესპანეთი იქნება, ან იტალია, რომლებიც ერთმანეთს ტურნირის მერვედფინალში ხვდებიან. მატჩი
დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს გერმანიამ სლოვაკეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

- ევრო 2016. 1/8-ფინალი. გერმანია-სლოვაკეთი: მარშით მეოთხედფინალში! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული