ხორვატმა ექიმმა არსენ ვენგერი "დააგოიმა"

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს ხორვატი ექიმი ტომისლავ მაძარი "სევილიის" ყოფილ თავკაცში, უნაი ემერიში შეეშალა.

"რაკიტიჩთან ვსაუბრობდი, როცა რამდენიმე ვოლონტიორი მოვიდა და მათთან ერთად ფოტოების გადაღება მთხოვეს. ეს ცოტა უცნაური იყო. შემდეგ მივხვდი, რომ უნაი ემერი პარიზში პსჟ-სთან მოლაპარაკებებს მართავდა, ხოლო რაკიტიჩი მისი ხელმძღვანელობით "სევილიაში" თამაშობდა.

მოგვიანებით დავიდ ტრეზეგეს ველაპარაკებოდი და ჩვენთან არსენ ვენგერი მოვიდა, ხელი ჩამომართვა და ევროპის ლიგაზე "სევილიის" გამარჯვება მომილოცა. შემდეგ მკითხა, მოვაწერე უკვე ხელი თუ არა პსჟ-სთან კონტრაქტს. მე ვუპასუხე: "ჯერ არა, მოლაპარაკებას სხვა კლუბებთანაც
ვმართავ, ერთ-ერთი "რეალია" და რამდენიმე კვირაში ყველაფერი გაირკვევა", - მოუყვა ხორვატიის ნაკრების ექიმმა Le Figaro-ს.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები მერვედფინალში პორტუგალიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არადა მართლა მაგრა გავს :)))
ემრე
20:56 27-06-2016
0
)))))))))))))))))))))))))მაგარი იყო, მოკლედ ამ სიბერეში სულ.......ჩვენი არსენა
llcl
17:43 27-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული