შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალში გერმანელთა მეტოქე იტალიისიის ნაკრები იყო, რომელთა დამარცხებას ლიოვის შეგირდების პენალტების სერიაში ანგარიშით 6:5 შეძლეს და ნახევარფინალის საგზური გაიფორმეს.
- ევრო 2016. გერმანიის ნაკრები ნახევარფინალშია! [VIDEO]
"ბოლო დარტყმამდე დრამატული მატჩი იყო ეს. დაახლოებით ასეთი რამ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის წინააღმდეგ გამოვცადე. ტაქტიკური კუთხით, ორივე გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა, მაგრამ, საბოლოოდ, მეტოქეს ვაჯობეთ. იტალიელებს ძლიერი ხასიათი აქვთ, თუმცა
სამი მცველის დაყენების ვარიანტს განვიხილავდით. იძულებულნი ვიყავით, შემადგენლობაში რამე შეგვეცვალა, რადგან იტალია სლოვაკეთს არ ჰგავს. ეს სულ სხვა გუნდია. ის ორი ცენტრალური ფორვარდითა და ორი შემტევი ნახევარმცველით თამაშობს, დიდ პრესინგს ანხორციელებს.
ფლანგიდან ბურთი ცენტრში გადმოაქვთ და ცდილობენ ფეხბურთელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანონ. ერთი შეხედვით, ეს ქმედებები ძალიან ადვილი ჩანს, მაგრამ ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ. საბოლოოდ, იტალია-ესპანეთის შეხვედრის ნახვის შემდეგ 3 მცველით თამაში გადავწყცვიტეთ.
თუ ვინ დაარტყამდა პენალტს, ამას მე არ ვწყეტდი. თითოეულ ფეხბურთელს თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება. კარგი პენალტის დამრტყმელები გვყავს გუნდში. სასიამოვნო სანახავი იყო, რომ კიმიხისა და ჰექტორისნაირმა ახალგაზრდებმა ასეთ მომენტში ნერვებმა არ უმტყუნეს.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე გამოჩნდა, რომ გერმანიის ნაკრები მხოლოდ ერთი ტაქტიკით არ თამაშობს - ყოველთვის რაღაცას უნდა ვცვლიდე, ახალ ვარიანტებს ვეძებდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი დამარცხება იოლი იქნება.
ფრანგები ფავორიტები არიან ისლანდიასთან დაპირისპირებაში, მაგრამ თუ ისლანდიამ თავისი ფეხბურთი ითამაშა, ვფიქრობ, ნახევარფინალში სწორედ ისინი გავლენ", - ციტირებს ლიოვის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა დღეს საფრანგეთსა და ისლანდიის ნაკრებებს შორის გაიმართება, რომელ წყვილში გამარჯვებულიც ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.