ეს 4 გუნდია: პორტუგალიის, უელსის, გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები. ნახევარფინალები 6-7 ივლისს გაიმართება.
პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე ერთმანეთს უელსისა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდებიან, 7 ივლისს კი, ამავე დროს, ფინალისტის ვინაობას ერთმანეთში საფრანგეთის და გერმანიის ნაკრებები გაარკვევენ.
აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალი 10 ივლისს გაიმართება.