პოლ პოგბა: ფინალში თუ მოვიგებთ, ვიცეკვებ

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ გერმანიასთან ევრო 2016-ის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევრო 2016. 1/2-ფინალი. გერმანია-საფრანგეთი: გრიზმანმა იფრინა, საფრანგეთი ფინალშია [VIDEO]

"რა ლამაზი გამოსვლაა გუნდის! ორი წლის წინანდელი მატჩი გვახსოვს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, რომელიც წავაგეთ. ჩვენ გავიზარდეთ და უფრო გამოცდილები გავხდით.

ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მატჩში თავს კარგად ვიცავდით და შედეგით კმაყოფილები ვართ.
ფინალში თუ მოვიგებთ, ვიცეკვებ", - თქვა პოგბამ.

მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული