"თუ ევროს მედალი მართლა ოქროსგან არის დამზადებული, მას გავყიდი", - თქვა კუარეჟმამ O Jogo-სთან საუბარში.
"მოსაწყენი ფეხბურთის გამო გვაკრიტიკებდნენ? ფინალის შემდეგ ეს ხალხი რაღაც არ მინახავს. იმედია, ისინი შეძლებენ უფრო მეტი წიგნის გაყიდვას, მაგრამ წიგნების გაყიდვის მაღალი მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი იციან ფეხბურთზე, ვიდრე სხვებმა", - აღნიშნა პორტუგალიელმა.