ევრო 2016. IV ტური: C ჯგუფი: უდანაკარგო სლოვაკეთი [VIDEO]

AutoSharing Option
ლუქსემბურგში უკრაინელები ერთ ძალიან სახიფათო კონტრშეტევას გადაურჩნენ, შემდეგ კი ანდრეი იარმოლენკომ ჰეთ თრიკი შეასრულა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

იარმოლენკოს პოკერის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან მარტო დარჩენილმა, გადაწყვიტა პასი გაეკეთებინა. ეს უკრაინელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მიხაილ ფომენკო (უკრაინა): "თავიდან ლუქსემბურგი გვჯობდა, მეტოქეს სამი საგოლე შანსიც ჰქონდა. მატჩისთვის მზადება გაგვიჭირდა, ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა ტრავმების გამო. ყოველთვის საუკეთესო რამ გოლების გატანაა, ჩვენ ეს სამჯერ მოვახერხეთ. ასე რომ, გახარებული ვარ".

სკოპიეში გამარჯვების შემდეგ, სლოვაკეთის ნაკრები უდანაკარგოდ უდგას სათავეში ჯგუფს, სადაც მოქმედი
ევროპის ჩემპიონი ასპარეზობს.

ესპანეთის ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო უელვაში და ეს უპრობლემოდ გააკეთა. ვისენტე დელ ბოსკემ წინა მატჩისგან განსხვავებით 11-ეულში 6 ცვლილება შეიტანა და ერთერთმა, ისკომ მალევე გაუმართლა, ანგარიში გახსნა.

დებიუტი ჰქონდათ ნაკრებში კალეხონსა და მორატას, ხოლო სერხიო რამოსმა "როხას" მაისურა 95-ედ მოირგო.

შაბათი. 15 ნოემბერი
ლუქსემბურგი-უკრაინა 0:3
გოლები: 0:1 იარმოლენკო (33), 0:2 იარმოლენკო (53), 0:3 იარმოლენკო (56)
ლუქსემბურგი (4-5-1): ჟუბერი - იანსი, შნელი, შანო, იანიში - მარტინს პერეირა (53. და მოტა), ჟერსონი, მუტში, ჰოლტერი, ბენსი (63. ჟოაკიმი) - ტურპელი (76. დევილი)
უკრაინა (4-4-2): პიატოვი - ფედეცკი, რაკიცკი, ხაჩერიდი, შევჩუკი - კონოპლიანკა (77. მოროზიუკი), სიდორჩუკი, ტიმოშჩუკი, იარმოლენკო - ზოზულია (72. ბუდკივსკი), ოლინიკი (85. კოვალჩუკი)
გაფრთხილება: პერეირა - ხაჩერიდი, სიდორჩუკი
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 10-5; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 7-9 (4-4); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 4 379

მაკედონია-სლოვაკეთი 0:2
გოლები: 0:1 კუჩკა (25), 0:2 ნემეცი (38)
მაკედონია (4-4-2): პაჩოვსკი - რისტოვსკი, შიკოვი, მოისოვი, ალიოსკი - აბდურაჰიმი, ადემი, დემირი (74. ბაბუნსკი), ტრაიკოვსკი - ველკოვსკი (70. ივანოვსკი), სტოიკოვი (46. კოსტოვსკი)
სლოვაკეთი (4-2-3-1): კოზაჩიკი - პეკარიკი (46. შვენტო), შკრტელი, ძიურიცა, ჰუბოჩანი - პეკოვსკი, კუჩკა (55. კისი) - ვეისი (78. დურისი), ჰამშიკი, შტოხი - ნემეცი
გაფრთხილება: კოსტოვსკი - შკრტელი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 15-7 (8-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 6 000

ესპანეთი-ბელარუსი 3:0
გოლები: 1:0 ისკო (18), 2:0 ბუსკეტსი (19), 3:0 პედრო (55)
ესპანეთი (4-4-2): კასილიასი - ხუანფრანი, პიკე, ს. რამოსი, ალბა - კასორლა (69. კალეხონი), ბუსკეტსი (46. ბრუნო), კოკე, ისკო (80. მორატა) - პედრო, პ. ალკასერი
ბელარუსი (5-4-1): ჟევნოვი - მატვეიჩიკი, პალიცევიჩი, მარტინოვიჩი (31. ბორდაჩევი), იანუშკევიჩი, ბალანოვიჩი - კალაჩევი, დრაგუნი, კრივეცი (80. კისლიაკი), ნეხაიჩიკი - კორნილენკო (67. სიგნევიჩი)
გაფრთხილება: ბუსკეტსი - ბალანოვიჩი, კალაჩევი, ბორდაჩევი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 5-8; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 7-6 (4-1); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 19 249
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თ მ ფ წ ბ ქ
1. სლოვაკეთი 4 4 0 0 8-2 12
2. ესპანეთი 4 3 0 1 13-3 9
3. უკრაინა 4 3 0 1 6-1 9
4. მაკედონია 4 1 0 3 4-10 3
5. ბელარუსი 4 0 1 3 2-9 1
6. ლუქსემბურგი 4 0 1 3 3-11 1

მომდევნო ტური
27 მარტი:
მაკედონია-ბელარუსი, სლოვაკეთი-ლუქსემბურგი, ესპანეთი-უკრაინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული