4 ივნისს თბილისს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, 2014 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი კრიშტიანო რონალდო ესტუმრა.
ჩვენი ინფორმაციით, რონალდო, პორტუგალიის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად, თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა და სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" დაბინავდა.
პორტუგალიის ნაკრებს 13 ივნისს ერევანში, სომხეთის ნაკრებთან ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩი ელის. მოსამზადებლად პორტუგალიელებმა კი თბილისი არჩიეს.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მათი სრული დელეგაცია საქართველოს დედაქალაქში 7 ივნისს იქნება, აქ ოთხი დღით გაჩერდება, შემდეგ კი სომხეთში გადავა.
პორტუგალიის
სირცხვილი თქვენს საიტს, ნამდვილად არ ველოდი ასეთ იაფფასიან ტრიუკს