ევრო 2016-ის ჰიმნს ფრანგი მუსიკოსი და დი-ჯეი დევიდ გეტა დაწერს

AutoSharing Option
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნს ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და დი-ჯეი დევიდ გეტა დაწერს.

ნაწარმოები ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდება. ამასთან, ფრანგი მუსიკოსი ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზეც წარდგება, რომელიც 10 ივნისს, "სტად დე ფრენსზე" გაიმართება.

გეტას, ევრო 2016-ის მუსიკალურად გაფორმების გარდა, ტელეტრანსლაციებისთვის ჯინგლების შექმნაც დაევალა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთში 10 ივნისიდან 16 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული