ევრო 2016. შესარჩევი. A ჯგუფი. VI ტური: ისლანდია თავში [VIDEO]

AutoSharing Option
ყაზახეთში ვერ მოგების შემთხვევაში, თურქეთს ევრო 2016-ზე ოცნება უნდა შეეწყვიტა, ახლა კი ცოტა ხნით მაინც გაიხანგრძლივა იმედი.

ფათიჰ თერიმს ჩვენზე უკეთ ესმოდა მატჩის მნიშვნელობა და მისი ბიჭების უშედეგო აქტიურობის შემხედვარემ ტაქტიკაც შეცვალა, ორ ცენტრფორვარდზე გადაერთო, მაგრამ გოლი არ ჩანდა. თავისიანებს ისევ არდა თურანმა უშველა, რომელმაც ბურაქ ილმაზის პასის მერე, ოსტატურად, აუღებელი დაარტყა.

გამოუვალ მდგომარეობაში იყო ჰოლანდიაც, რომელსაც ჯერ მესამე ადგილიც და შესაბამისად პლეი ოფის საგზურიც არ აქვს გარანტირებული.

ნარინჯისფერები ლატვიაში უდიდეს ტერიტორიულ თუ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მასპინძლებს მეტოქის კარში ზუსტად
ერთხელაც არ დაურტყამთ, გუუს ჰიდინკის ბიჭებმა კი მეტოქის კარისკენ 31-ჯერ დაარტყეს, მაგრამ გამოვიდა, რომ ჰოლანდიელებმა ისევ იწვალეს და მძიმე ბრძოლაში მოიგეს.

ნავსი შეცვლაზე რამდენიმე წუთის შესულმა ჯორჯინიო ვეინლდუმმა გატეხა, რომელმაც უხერხული სიტუაციიდან მაინც შეძლო დარტყმა, ბურთს ფეხი მიჰკრა და ანგარიში გახსნა. მერე სტუმრებს აღარ გასჭირვებიათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიდერთა შეხვერაში ჩეხებმა უფო აქტიურად დაიწყეს. ტომაში როსიცკი, რომელიც ნაკრებში თავის მე-100 მატჩს ატარებდა, და ძმანი მისნი მშვენივრად კომბინირებდნენ და გაიტანეს კიდეც.

თუმცა მეორე ტაიმში ისლანდიამ იძალა და ჯგუფში გალიდერდა კიდეც.

აუცილებლად გამოსარჩევია ისლანდიელთა პირველი გოლისას არი სკულასონის საუცხოო პასი. ხოლო მეორე ბურთი ჩეხთა კარში მათივე უხეში შეცდომის გამო გავიდა.

ევრო 2016. შესარჩევი. A ჯგუფი. VI ტური
12 ივნისი
ყაზახეთი-თურქეთი 0:1
გოლი: 0:1 არდა თურანი (83)
ყაზახეთი (5-4-1): პოკატილოვი - გურმანი (78. ტაგიბერგენი), აბდულინი, მალი, ლოგვინენკო, შომკო - კონისბაიევი, სმაკოვი (67. ბეისებეკოვი), შმიდტგალი, ისლამხანი (85. კუკეევი) - ხიჟნიჩენკო
თურქეთი (4-3-3): ბაბაჯანი - გენიული, აზიზი, კაია (75. ტაშდემირი), ბალთა - თუფანი (64. უმუთ ბულუთი), თოფალი (46. შენი), ინანი - ჩალჰანოღლუ, არდა თურანი, ბ. ილმაზი
გაფრთხილება: შმიდტგალი, აბდულინი, შომკო -
კუთხური: 3-7 ჯარიმა: 15-6 თამაშგარე: 7-1 კარში დარტყმა: 4(1)-19(6) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 12 000

ლატვია-ჰოლანდია 0:2
გოლები: 0:1 ვეინალდუმი (67), 0:2 ნარსინგი (71)
ლატვია (5-4-1): ვანინი - ფრეიმანისი (37. გაბოვი), გორკშსი, იაგოდინსკი, მაქსიმენკო - ტარასოვი, იკაუნიეკსი, ზიუზინი, ა. ვიშნიაკოვი (75. კარაშაუსკსი) - შაბალა (65. ე. ვიშნიაკოვი), რაკელი
ჰოლანდია (4-3-3): სილესენი - ვან დერ ვილი, დე ვრეი, მარტინს ინდი, ვილემსი (77. იანმაატი) - ბლინდი, სნეიდერი - ნარსინგი, ვან პერსი (63. ვეინალდუმი), დეპაი (87. დეპაი) - ჰუნტელაარი
გაფრთხილება: რაკელი - მარტინს ინდი
კუთხური: 0-8 ჯარიმა: 9-12 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 3(0)-31(9) ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 9 500

ისლანდია-ჩეხეთი 2:1
გოლები: 0:1 დოჩკალი (55), 1:1 გუნარსონი (60), 2:1 სიგტორსონი (76)
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - სევარსონი, ამასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი - ბიარნასონი, გუნარსონი, ჰალფრედსონი (63. ბედვარსონი), გუდმუნდსონი - სიგურდსონი, სიგტორსონი (90+3. გისლასონი)
ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - კადერჟაბეკი, სივოკი, პროხაზკა, ლიმბერსკი - ვახა (79. შკოდა), პლაშილი - დოჩკალი (84. დარიდა), როსიცკი, პილარჟი (67. კრეიჩი) - ნეციდი
გაფრთხილება: - როსიცკი, კრეიჩი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 9(5)-7(3) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 15 500

თ მ ფ წ ბ ქ
1. ისლანდია 6 5 0 1 14-3 15
2. ჩეხეთი 6 4 1 1 12-8 13
3. ჰოლანდია 6 3 1 2 13-6 10
4. თურქეთი 6 2 2 2 7-8 8
5. ლატვია 6 0 3 3 2-13 3
6. ყაზახეთი 6 0 1 5 4-14 1

მომდევნო ტური
3 სექტემბერი:
ჩეხეთი-ყაზახეთი; ჰოლანდია-ისლანდია; თურქეთი-ლატვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული