ევრო 2016. VIII ტური. G ჯგუფი: ერთი საგზურიც ავსტრიას

AutoSharing Option
ავსტრიის ნაკრები ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო, მაგრამ ასე ერთი ამოსუნთავით თუ გაივლიდა შესარჩევ ეტაპს და მოიპოვებდა კონტინენტის პირველობის საგზურს, ნაკლებად მოსალოდნელი იყო.

8 თამაშში 7 გამარჯვება, 16 გატანილი გოლი და მხოლოდ 3 გაშვებული - მართლაც ფანტასტიკური შედეგია და ისღა დაგვრჩენია, რომ ავსტრიელებს დამსახურებული წარმატება მივულოცოთ.

ავსტრიის ნაკრებმა შვედეთს შავი დღე აყარა, მისსავე მოედანზე 4:1 გაანადგურა და გვაჩვენა, რომ ჯგუფში უდაოდ საუკეთესო გუნდია. სტუმრები 4:0-ს იგებდნენ და შვედებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს, როდესაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა
გამოიჩინა.

მოკლედ, ავსტრიელებმა თავისი საქმე იდეალურად შეასრულეს და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, შვედები კი მესამე ადგილზე ჩამოქვეითდნენ და ძალიან გაირთულეს საქმე.

მეორე ადგილზე რუსეთის ნაკრებმა აინაცვლა, რომელმაც ლიხტენშტეინს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა. აუტსაიდერის ძლევა დიდი ვერაფერი საგმირო საქმეა, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ლეონიდ სლუცკის ხელში, რუსები უფრო დამაჯერებლად ათამაშდნენ - სლავებმა ბოლო ორ მატჩში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვეს და მკვეთრად გაიუმჯობესეს მდგომარეობა.

ლიხტენშტეინი-რუსეთი 0:7
გოლები: 0:1 ძიუბა (21), 0:2 კოკორინი (40-პენ.), 0:3 ძიუბა (45), 0:4 ძიუბა (73), 0:5 სმოლოვი (77), 0:6 ძაგოევი (85), 0:7 ძიუბა (90)
ლიხტენშტეინი (4-1-4-1): იელე - რეხტშტეინერი, ფრიკი, კაუფმანი, ბურგმეიერი - პოლვერინო - კიებერი (77. სელე), ბიუხელი (85. გუბშერი), ჰასლერი, ილდიზი - სალანოვიჩი (88. კრისტენი)
რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - სმოლნიკოვი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, კომბაროვი - ძაგოევი, დენისოვი (46. გლუშაკოვი) - შიროკოვი (75. სმოლოვი), კოკორინი, შატოვი (65. მამაევი) - ძიუბა
გაფრთხილება: პოლვერინო, კიებერი (ლიხტენშტეინი)
გაძევება: კაუფმანი (40. ლიხტენშტეინი)
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 3-21(1-13); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 5 000

მოლდოვა-ჩერნოგორია 0:2
გოლები: 0:1 სავიჩი (9), 0:2 რაცუ (65)
მოლდოვა (4-5-1): ჩებანუ - გოლოვატენკო, ერჰანი, ჟარდანი, არმაში - კოკარი, დედოვი, გატცანი, ჩებოტარუ (37. რაცუ), პატრაში (71. გინსარი) - მილინჩანუ
ჩერნოგორია (4-2-3-1): პოლეკშიჩი - სავიჩი, ბაშა, ტომაშევიჩი, სიმიჩი - ბოლიევიჩი, ვუკჩევიჩი - მარუშიჩი (69. მანდიჩი), იოვეტიჩი (89. კაშელანი), ბეჩირაი - დამიანოვიჩი (46. მუგოშა)
გაფრთხილება: გოლოვატენკო, კოკარი, კატცანი, დედოვი - ბაშა, სავიჩი, ვუკჩევიჩი
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10-9(3-4); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 8 000

შვედეთი-ავსტრია 1:4
გოლები: 0:1 ალაბა (9), 0:2 ჰარნიკი (38), 0:3 იანკო (76), 0:4 ჰარნიკი (88), 1:4 იბრაჰიმოვიჩი (90)
შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - ლარსონი, ანტონსონი, გრანკვისტი, ოლსონი (82. დურმაზი) - ჟენგინი (62. ტელინი), კალსტრომი, ეკდალი (86. კალილი), ფორსბერგი - იბრაჰიმოვიჩი, ბერგი
ავსტრია (4-2-3-1): ალმერი - კლაინი, პრიოდლი, დრაგოვიჩი, ფუხსი - ალაბა, ბაუმგარტლინგერი - ჰარნიკი, არნაუტოვიჩი (88. იარნტჩერი), იუნუზოვიჩი (86. საბიტცერი) - იანკო (84. ილსანკერი)
გაფრთხილება: გრანკვისტი - იანუზოვიჩი, იანკო
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-13(6-11); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 54 000

თ მ ფ წ ბ ქ
ავსტრია 8 7 1 0 16-3 22
რუსეთი 8 4 2 2 17-4 14
შვედეთი 8 3 3 2 11-9 12
ჩერნოგორია 8 3 2 3 8-8 11
ლიხტენშტეინი 8 1 2 5 2-21 5
მოლდოვა 8 0 2 6 3-12 2

მომდევნო ტური
9 ოქტომბერი:
ლიხტენშტეინი-შვედეთი, მოლდოვა-რუსეთი, ჩერნოგორია-ავსტრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული