ევრო 2016. IX ტურის წინ: ევროშესარჩევი ფინალურ სწორზე

AutoSharing Option
8 ოქტომბერს ბოლოსწინა ტურით განახლდება ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლი. საქართველოს ნაკრების ჯგუფის გარდა, ბრძოლები კიდევ ორ ჯგუფშია. დღეიდან ფინალისტ ხუთეულს (საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, ისლანდია, ავსტრია) კიდევ შეემატებიან გუნდები.

F ჯგუფი: მთავარი მატჩი მთავარი მეგოლის გარეშე
ამ ჯგუფში ორი ტურით ადრე ასეთი სიტუაციაა: ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ერთადერთია, რომელსაც რაღაც მაინც აქვს გარანტირებული - ეს პლეი ოფის საგზურია. ფინალურ ეტაპზე გასვლა შეუძლიათ: რუმინელებს, უნგრელებსა და ფინელებს. ეს შანსი აღარ აქვთ ფარერებს და საბერძნეთს.

"უინძორ პარკზე" ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები უმოტივაციო საბერძნეთს იღებს და გამარჯვების
შემთხვევაში, კიდევ ერთი გუნდი გახდება, რომელიც ევრო 2016-ზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. ბრიტანელები იმ შემთხვევაშიც მოიპოვებენ საგზურს, თუ უნგრელები შინ ფარერის კუნძულების ნაკრებს ვერ მოუგებენ, მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელია. საბერძნეთში ამ გუნდების დაპირისპირება ირლანდიელთა სასარგებლოდ დასრულდა - 2:0. გოლები ჯეიმი უარდმა და კაილ ლაფერტიმ გაიტანეს.

დღეს ერთ-ერთი გოლის ავტორი (ლაფერტი), კრის ბერდთან და კონორ მაკლაფინთან ერთად, დისკვალიფიცირებულია. ბერძნებს ამავე მიზეზით კოსტას მანოლასი დააკლდებათ. ლაფერტი დიდი ძალაა, მან ირლანდიელთა 12 საკვალიფიკაციო გოლიდან 7 გაიტანა.

ბუდაპეშტში უნგრეთის ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს, შანსების შესანარჩუნებლად. თუმცა ჯგუფში ისეთი სიტუაციაა, რომ უნგრელთათვის ოპტიმალური პლეი ოფის საგზური იქნება, რომელიც ასევე საბრძოლო აქვთ.

I წრეში ადამ სალაის ერთადერთი გოლით უნგრეთის ნაკრებმა დაამარცხა კუნძულელთა გუნდი, რომელსაც 6 ქულა დაუგროვდა, ყველა ბერძნებთან დაპირისპირებაში. უნგრელებს ნატურალიზებული ლეანდრო დისკვალიფიცირებული ჰყავთ.

ბუქარესტის "არენა ნაციონალია" რუმინეთისა და ფინეთის ნაკრებთა მატჩს მასპინძლობს. რუმინელთა დაცვა თითქმის გაუვალია - გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა წინა 8 შეხვედრაში!

ბოლო სამი ტურია, რუმინელები 0:0-ს თამაშობენ და შანსებიც გაიუარესეს. რუმინეთის ნაკრები საგზურს მოიპოვებს, თუ ამ ტურში უნგრეთზე უკეთეს შედეგს დადებს.

ხუთშაბათი. 8 ოქტომბერი
უნგრეთი-ფარერები 22:45
ჩრ. ირლანდია-საბერძნეთი 22:45
რუმინეთი-ფინეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
ჩრ. ირლანდია 8 5 2 1 12-6 17
რუმინეთი 8 4 4 0 7-1 16
უნგრეთი 8 3 4 1 6-4 13
ფინეთი 8 3 1 4 7-8 10
ფარერები 8 2 0 6 5-12 6
საბერძნეთი 8 0 3 5 2-8 3

ბოლო ტური
11 ოქტომბერი:
ფარერები-რუმინეთი, ფინეთი-ჩრდილოეთი ირლანდია, საბერძნეთი-უნგრეთი.

I ჯგუფი: მორიგი სკანდალი?
ბრაგაში არა მარტო ჯგუფის ცენტრალური მატჩია, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლოსწინა ტურის ერთ-ერთი გამოსარჩევი დაპირისპირებაა. თუკი პორტუგალიის ნაკრები არ წააგებს, ის ევრო 2016-ის საგზურს პირველი ადგილით მოიპოვებს.

დანიის ნაკრები ამ შეხვედრით ემშვიდობება ჯგუფს და თუ მოიგებს და ალბანეთი ქულებს დაკარგავს, ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. პლეი ოფი სამივე ლიდერს უკვე გარანტირებული აქვს, ხოლო სომხეთი და სერბეთი დიდი ხანია, გავარდნილები არიან.

ზუსტად ერთი წლის წინათ დრამა დატრიალდა კოპენჰაგენში, კრიშტიანო რონალდომ მე-5 (!) დამატებულ წუთზე გაიტანა მასპინძელთა კარში და პორტუგალიამ 1:0 მოიგო. ის სამი ქულა შეიძლება საბედისწეროც კი გამოდგეს სკანდინავიელებისთვის.

ელბასანში ალბანეთი სერბეთს მასპინძლობს. ამ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ოღონდ არასაფეხბურთო კუთხით - ამ ორი გუნდის I წრის მატჩზე მთელი ამბები დატრიალდა, ბელგრადში ალბანელმა ფანმა დრონი გაუშვა "დიდი ალბანეთის" დროშით, რასაც დიდი დაპირისპირება მოჰყვა.

თამაში ჩაიშალა, ჯერ ალბანელებს ჩაეთვალათ წაგება (და სერბებს სამი ქულა დააკლდათ), შემდეგ შეიცვალა გადაწყვეტილება და ალბანეთს 3:0 მოგება ჩაეთვალა.

ხუთშაბათი. 8 ოქტომბერი
ალბანეთი-სერბეთი 22:45
პორტუგალია-დანია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 6 5 0 1 8-4 15
2. დანია 7 3 3 1 8-4 12
3. ალბანეთი 6 3 2 1 7-3 11
4. სომხეთი 7 0 2 5 5-11 2
5. სერბეთი 6 1 1 4 5-11 1

შენიშვნა: სერბეთი -3 ქულა

ბოლო ტური
11 ოქტომბერი:
სომხეთი-ალბანეთი, სერბეთი-პორტუგალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული