ევრო 2016. IX ტური. F ჯგუფი: ჩრდილოირლანდიელთა ტრიუმფი

AutoSharing Option
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებია, რომელმაც განვლილ 9 მატჩში 6 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, მხოლოდ 1 წააგო და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ევროფორუმის საგზური.

ბრიტანელებმა ამჯერად საბერძნეთს უმასპინძლეს და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხეს მეტოქე, 3:1. ორი გოლი დევისის ანგარიშზეა, რომელიც შესარჩევ ეტაპს ბრწყინვალედ ატარებს.

აი, საბერძნეთმა კი პირწმინდად ჩააგდო ციკლი და ეს მიუხედავად იმისა, რომ გვარებით თუ ვიმსჯელებთ, ჩრდილოეთ ირლანდიაზე გაცილებით ძლიერი გუნდი ჰყავს. ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია და თამაშს
სახელები არ იგებენ.

ფარერების ნაკრებმა კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა, დიდხანს უგებდა უნგრეთს, თუმცა შემდეგ გატყდა, ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ, დამარცხდა. რუმინელებმა ფინეთს უმასპინძლებს და წაგებას ბოლო წუთზე გატანილი გოლით გადაურჩნენ.

ევროპის ჩემპიონატის მეორე საგზურს სწორედ უნგრეთი ან რუმინეთი მოიპოვებს, მესამე ადგილზე დარჩენილი კი პლეი ოფში სცდის ბედს. უკეთესი შანსი რუმინეთს აქვს, რადგან ქულით მეტი მოაგროვა და თავის თავზეა დამოკიდებული.

8 ოქტომბერი
უნგრეთი-ფარერები 2:1
გოლები: 0:1 იაკობსენი (11), 1:1 ბოდე (63), 2:1 ბოდე (71)
უნგრეთი (4-2-3-1): კირაი - ფიოლა, იუჰასი, გუზმიჩი, კადარი - ნაგი, ტოცერი (46. ნემეცი) - ბოდი (46. ბოდე), გერა, ჯუჯაკი - ნიკოლიჩი (75. პრიშკინი)
ფარერები (4-5-1): ნიელსენი - ნაესი, გრეგერსენი, ნატესტადი (84. ფაერო), დავიდსენი - იოენსენი (78. სორენსენი), იაკობსენი (62. იუსტინუსენი), ბალდვინსონი, ვატნჰამარი, ბარტალსტოვუ - ედმუნდსონი
გაფრთხილება: გერა - ბალდვინსონი
გაძევება: გრეგერსენი (90. ფარერები)
კუთხური: 13-0; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 21-5 (9-2); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 22 000

ჩრ. ირლანდია-საბერძნეთი 3:1
გოლები: 1:0 დევისი (35), 2:0 მაგენისი (49), 3:0 დევისი (58), 3:1 არავიდისი (86)
ჩრ. ირლანდია (4-5-1): მაკგოვერნი - მაკნეირი (85. მაკქული), კეტკარტი, ბრანტი - უორდი (81. მაკგრინი), ევანსი, ნორვუდი, დევისი, დალასი - მაგენისი (78. ბოისე)
საბერძნეთი (4-2-3-1): კარნეზისი - ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მორასი, ჰოლებასი - სამარისი, ციოლისი - კარელისი (65. მანდალოსი), კონე (71. პეიკასი), არავიდისი - მიტროღლუ (76. ატანასიდისი)
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 4-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 13-6 (3-3); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 20 000

რუმინეთი-ფინეთი 1:1
გოლები: 0:1 პოჰიანპალო (66), 1:1 ჰობანი (90)
რუმინეთი (4-4-1-1): ტატარუშანუ - პაპი, კირიკეში, გრიგორე, რაცი - ტორიე (87. პოპა), ჰობანი, სანმარტინი, ჩიპსუ (60. მაქსიმი) - სტანჩუ (69. ანდონე) - კესერიუ
ფინეთი (4-4-1-1): ჰრადეცკი - არკივუო (64. იალასტო), არაჯუური (62. ტოივიო), მოისანდერი, ურონენი - რინგი, ჰალსტი, შულერი, ჰეტემაი - პუკი - პოჰიანპალო (77. ჰამალანენი)
გაფრთხილება: ჰალსტი, ჰეტემაი, პოჰანპალო, ტოივიო (ფინეთი)
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 6-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 17-9 (9-7); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 55 000

თ მ ფ წ ბ ქ
ჩრ. ირლანდია 9 6 2 1 15-7 20
რუმინეთი 9 4 5 0 8-2 17
უნგრეთი 9 4 4 1 8-5 16
ფინეთი 9 3 2 4 8-9 11
ფარერები 9 2 0 7 6-14 6
საბერძნეთი 9 0 3 6 3-11 3

ბოლო ტური
11 ოქტომბერი:
ფარერები-რუმინეთი, ფინეთი-ჩრდილოეთი ირლანდია, საბერძნეთი-უნგრეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგიდ რა, რა გახადეთ ეს ფერერები. უდიდესი უპირატესობა ქონდათ უნგრელებს. მინიმუმ 5-1 უნდა მოეგოთ.
Anzori
15:07 09-10-2015
0
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 1:1_ზე ფარერებს 100% პენალტი არ დაუდეს...
აი, ეგ რომ მსაჯს არ ექნა, საკითხავია მოიგებდნენ თუ არა "მადიარები"...
ლევანი
10:24 09-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული