რუმინეთი უნგრეთს ერთი ქულით უსწრებდა და დასკვნით შეხვედრაში ფარერებთან უნდა ეპაექრა, რაც ამ გუნდს ფავორიტის სტატუსს ანიჭებდა. მოლოდინი გამართლდა - რუმინელებმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე სძლიეს კუნძულელებს და საფრანგეთში დაგეგმილ კონტინეტის პირველობაზე იასპარეზებენ.
რუმინელებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს, რიომელთაგან ორი კონსტანტინ ბუდესკუმ გაიტანა და მატჩის გმირად იქცა. თამაში სტუმართა სრული უპირარესობით წარიმართა და შეიძლებოდა, რომ ანგარიში კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო. ფარერების
პლეი ოფში უნგრეთის ნაკრები ითამაშებს, რომელიც საბერძნეთს ესტუმრა და ნამდვილ საფეხბურთო თრილერში დამარცხდა. გულშემატკივრებმა შვიდი გოლი და უამრავი სახიფათო მომენტი იხილეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საბერძნეთმა პირველი მატჩი მოიგო და შესაბამისად, ბოლო ადგილზე დაასრულა შესარჩევი ეტაპი.
და მაინც, ქებათა ქება ჩრდილოეთ ირლანდიას, რომელმაც არც ბოლო ტურში წააგო, მნიშვნელოვანი ქულა აიღო და პირველ ადგილზე დაასრულა შესარჩევი, რასაც ნამდვილად არავინ ელოდა...
11 ოქტომბერი
ფარერები-რუმინეთი 0:3
გოლები: 0:1 ბუდესკუ (4), 0:2 ბუდესკუ (45), 0:3 მაქსიმი (82)
ფარერის კუნძულები (4-4-1-1): ნილსენი - ნაესი, ფაერო, ნატესტადი (84. ბალდვინსონი), სორენსენი - ჰანსონი, ჰოლსტი (69. ოლსენი), ვატნჰამარი (69. ფრედერიკსბერგი), ბარტალსტოვუ - ჰენდრიკსონი - ედმუნდსონი
რუმინეთი (4-3-3): ტატარუშანუ - მატელი, კირიკეში, გრიგორე, რაცი - ბუდესკუ (88. პრეპელიცა), ჰობანი, პინტილი - პოპა, ტორიე (78. მაქსიმი), სტანკუ (90. ალიბეცი)
გაფრთხილება: ფაერო, ნატესტადი, ჰანსონი - ტორიე
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 7-8 (2-4); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 6 000
ფინეთი-ჩრ. ირლანდია 1:1
გოლები: 0:1 კატკარტი (31), 1:1 არაიუური (87)
ფინეთი (4-4-2): ჰრადეცკი - იალასტო, არაიუური, ოალა, ურონენი - რინგი (44. ლოდი), მატილა, შულერი (79. ჰამალაინენი), რინგი - სადიკი (66. პუკი), პოჰიანპალო
ჩრდილოეთ ირლანდია (4-3-3): მაკგოვერნი - მაკნეირი (51. მაკლაუგინი), მაკალუი, კატკარტი, ბრანტი - ბეირდი, ნორვუდი, დევისი - დალასი, მაკგინი (71. ფერგიუსონი), ლაფერტი (79. მაგენისი)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 9-4; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-4 (6-3); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 20 000
საბერძნეთი-უნგრეთი 4:3
გოლები: 1:0 სტაფილიდისი (5), 1:1 ლოვრენჩიჩი (26), 1:2 ნემეტი (54), 2:2 პანაიოტისი (56), 2:3 ნემეტი (75), 3:3 მიტროღლუ (79), 4:3 კონე (86)
საბერძნეთი (4-2-3-1): კარნეზისი - კიციო, პაპასტატოპულოსი (74 ცანეტოპულოსი), მორასი, სტაფილიდისი (35. ჰოლებასი) - სამარისი, პანაიოტისი - პელკასი, ფორტუნისი, მანდოლასი (73. კონე) - მიტროღლუ
უნგრეთი (4-4-2): კირაი - ფიოლა, იუჰასი, კადარი, დე ალმეიდა - ლოვრენჩიჩი (62. ნიკოლიჩი), ელეკი, ჯუჯაკი (71. კალმარი), გერა (71. ნადი) - ბოდე, ნემეტი
გაფრთხილება: მორასი, ჰოლებასი - იუჰასი, ფიოლა, ელეკი, ბოდე, ნემეტი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9-10 (4-4); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 18 000
თ მ ფ წ ბ ქ
ჩრ. ირლანდია 10 6 3 1 16-8 21
რუმინეთი 10 5 5 0 11-2 20
უნგრეთი 10 4 4 2 11-9 16
ფინეთი 10 3 3 4 9-10 12
ფარერები 10 2 0 8 6-17 6
საბერძნეთი 10 1 3 6 7-14 6
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"