ამის შემდეგ დარჩენილ 4 საგზურს ნოემბრის პლეი ოფის ბატალიები გამოარკვევს და საფრანგეთი 2016-იც სრულად დაკომპლექტდება.
A ჯგუფი: "ამსტერდამ არენაზე" ცრემლი დაიღვრება?
ამ ჯგუფში ძალზე დიდი ხანია, გაირკვა, რომ საფრანგეთში ისლანდია და ჩეხეთი მიდიან. ყველაზე დიდი ინტრიგა კი მესამე ადგილის ბედ-იღბალია. თურქეთის ნაკრები ისლანდიას მასპინძლობს, რომელიც მაგრამ ფათიჰ თერიმის გუნდს არწაგებაც ჰყოფნის, რომ პლეი ოფის საგზური გაინაღდოს, რადგან ჰოლანდიას ურთიერთშეხვედრებში სჯობს. მაგრამ ვეჭვობთ, თურქები ქულაზე თანახმანი იყვნენ - პირველ წრეში ისინი ისლანდიაში გაანადგურეს (ბიოდვარსონის, სიგურდსონისა და სიგტორსონის გოლებით) და შური აქვთ ვიკინგების შთამომავლებზე საძიებელი. ასეც რომ არ იყოს, მოგების შემთხვევაში შესაძლოა, თურქეთის ნაკრებმა საუკეთესო მესამეადგილოსნის კვოტით პირდაპირ ევრო 2016-ზე გააღწიოს!
ვშიშობთ, "ამსტერდამ არენაზე" დღეს ბევრი ცრემლი დაიღვრება - ჰოლანდიას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩეხეთის დამარცხება, მაგრამ ესეც შეიძლება ცოტა აღმოჩნდეს. დანი ბლინდის გუნდი დიდი საშიშროების წინაშეა, რომ 1984 წლის მერე პირველად გამოტოვოს ევროპის ჩემპიონატი.
რიგაში ერთმანეთს ლატვია და ყაზახეთი ხვდებიან. ერთი შეხედვით, არაფრისმომტანი მატჩია, მაგრამ მთლად მასეც არ არის, თუ ყაზახეთი იმარჯვებს, ბოლოადგილოსნის სტატუსს გაუცვლის მეტოქეს, ეს კი თურქეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საუკეთესო მესამეადგილოსნისთვის ბრძოლაში.
სამშაბათი. 13 ოქტომბერი
ლატვია-ყაზახეთი 22:45
ჰოლანდია-ჩეხეთი 22:45
თურქეთი-ისლანდია 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ისლანდია 9 6 2 1 17-5 20
2. ჩეხეთი 9 6 1 2 16-12 19
3. თურქეთი 9 4 3 2 13-9 15
4. ჰოლანდია 9 4 1 4 15-11 13
5. ლატვია 9 0 5 4 6-18 5
6. ყაზახეთი 9 0 2 7 6-18 2
B ჯგუფი: სამნი პლეი ოფის საგზურისთვის
ამ ჯგუფშიც მთავარი ინტრიგა მესამე ადგილის მფლობელის გარკვევაა. წინა ტურში ევროპის ჩემპიონატის საგზურები ბელგიამ და უელსმა მოიპოვეს და ახლა მათთვის ერთადერთი ინტრიგა დარჩა, რომელი დაიკავებს პირველ ადგილს. აი, სამი ნაკრები კი პლეი ოფისთვის იბრძვის (ამ ჯგუფში შეუძლებელია საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით საგზურის მოპოვება).
კვიპროსი და ბოსნია უშუალო კონკურენტები არიან. ამიტომ ნიქოზიაში დიდ ბრძოლას ველით. ბოსნიელები მესამე ადგილზე არიან, კვიპროსში გამარჯვება მათ პლეი ოფში გაიყვანს, ფრის შემთხვევაში კი ისრაელზე იქნებიან დამოკიდებულნი. თუ კვიპროსი მოიგებს, მასაც შანსი გაუჩნდება.
"ბოდუინზე" ბელგიელი ფანები დიდი ოვაციებით დახვდებიან თავიანთ გმირებს, რომლებიც ბოლო ტურში ისრაელის ნაკრებს მასპინძლობენ. გამარჯვება ბელგიას პირველ ადგილს ბოლომდე შეუნარჩუნებს. ისრაელის ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს და დაელოდოს, რა მოხდება კვიპროსში.
უელსის ნაკრები უსუსტეს ანდორას მიიღებს. ამ შეხვედრას არანაირი მოტივაცია არა აქვს. ერთადერთი, ბელგიელთა ფრის ან მარცხის შემთხვევაში, უელსი ჯგუფს მოიგებს.
სამშაბათი. 13 ოქტომბერი
ბელგია-ისრაელი 22:45
კვიპროსი-ბოსნია 22:45
უელსი-ანდორა 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 9 6 2 1 21-4 20
2. უელსი 9 5 3 1 9-4 18
3. ბოსნია 9 4 2 3 14-10 14
4. ისრაელი 9 4 1 4 15-11 13
5. კვიპროსი 9 4 0 5 14-14 12
6. ანდორა 9 0 0 9 4-34 0
H ჯგუფი: ნორვეგია თუ ხორვატია
იტალია საფრანგეთშია, ვინ იქნება მეორე და ვინ დაკმაყოფილდება პლეი ოფის საგზურით? ამ კითხვებს ბოლო ტური უპასუხებს.ამ ბრძოლაში ნორვეგია 2 ქულით უგებს ხორვატიას და რომში თამაშობს. იტალიას 38 ოფიციალური თამაშია, არ წაუგია შინ (ანუ ამ საუკუნეში არ წაუგია) და თუ არც ნორვეგიასთან წააგებს, ჯგუფს მოიგებს. ნორვეგიის ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება დაუბევებს მეორე ადგილს, რადგან ხორვატიასთან ურთიერთშეხვედრებში აგებს.
თუ ნორვეგია რომში ქულებს დაკარგავს, ხორვატიის ნაკრებს საფრანგეთის საგზურს მალტასთან გამარჯვება მოუპოვებს.
ბულგარეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირება კი, ალბათ, ამ ორი ქვეყნის გარდა, არსად აინტერესებთ...
სამშაბათი. 13 ოქტომბერი
ბულგარეთი-აზერბაიჯანი 22:45
იტალია-ნორვეგია 22:45
მალტა-ხორვატია 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 9 6 3 0 14-6 21
2. ნორვეგია 9 6 1 2 12-8 19
3. ხორვატია 9 5 3 1 19-5 17
4. ბულგარეთი 9 2 2 5 7-12 8
5. აზერბაიჯანი 9 1 3 5 7-16 6
6. მალტა 9 0 2 8 3-15 2
შენიშვნა: ხორვატია - 1 ქულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"