ევრო 2016. პლეი ოფის კენჭისყრა: გახსოვთ შვედეთი-დანია?

AutoSharing Option
გუშინ ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის დასკვნითი ეტაპის, პლეი ოფის კენჭისყრა გაიმართა. ნიონში გაირკვა შესარჩევის ჯგუფური ეტაპის რვა მესამეადგილოსნის მეტოქეების ვინაობა.

მაშ ასე, ნაკრებები ასე დაწყვილდნენ:

ნორვეგია-უნგრეთი
(12 და 15 ნოემბერს)

ბოსნია-ირლანდია
(13 და 16 ნოემბერს)

უკრაინა-სლოვენია
შვედეთი-დანია

(14 და 17 ნოემბერს)

მართალია, უკრაინის ნაკრები განთესილთა შორისაც საუკეთესორეიტინგიანი იყო, ხოლო მისი მეტოქე სლოვენია განუთესავებში ყველაზე ცუდრეიტინგიანი, ამ ორ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრებში სლოვენიელები იგებენ - 4 მატჩიდან 2 მოგება და 2 ფრე და, რაც ყველაზე მთავარია, სწორედ სლოვენიის გამო უკრაინამ ვერ ითამაშა
ევრო 2000-ზე - პლეი ოფში დამარცხდა.

შვედეთი და დანია ერთმანეთს 104-ჯერ (!) შეხვდნენ. შვედეთმა 45 მოიგო, ხოლო დანიამ 40. მაგრამ გახსოვთ, ევრო 2004 და ფრე 2:2 ამ ორ გუნდს შორის, რომელიც ორივეს აწყობდა და ამ ფრით გააგდეს იტალიის ნაკრები? ახლა სკანდინავიური ნაკრებები ვერაფრით მოილაპარაკებენ, ორ გუნდზე ერთი საგზური მოდის.

ბოსნია მხოლოდ ერთხელ შეხვდა ირლანდიას აქამდე, დუბლინში ამხანაგური მატჩი 0:1 წააგო ეიდენ მაკგიდის ერთადერთი გოლით.

უნგრეთი და ნორვეგია ერთმანეთს 16-ჯერ შეხვდნენ. ჯერ უნგრელები ჩაგრავდნენ მეტოქეს, მაგრამ 1981 წლის მერე მათთვის ვეღარ მოუგიათ. ეს ოთხი წყვილი გაარკვევს ბოლო 4 საგზურის მფლობელის ვინაობას ევროპის ჩემპიონატზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული