"სჯობს იქ ითამაშოს, ვიდრე ჩვენთან სათადარიგო იყოს..."

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შესარჩევი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ჩვენი 21-წლამდელები პოლონელ თანატოლებს 1-ელ სექტემბერს დაუპირისპირდებიან. მატჩს გორის მთავარი სპორტული არენა "თენგიზ ბურჯანაძე" უმასპინძლებს. თამაში 20:00 სთ-ზე დაიწყება.

- საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში ივარჯიშა [VIDEO]

"ჩვენ იმედიანად ვიწყებთ ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს. 27 აგვისტოს შევუდექით სამზადისს. უნდა გვეთამაშა ამხანაგური მატჩი სერბეთთან, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას.

ამ ეტაპზე გუნდში 24 ფეხბურთელი გვყავს. სამწუხაროა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ვერ ითამაშებს პირველ მატჩში. მას ტრავმა
აქვს. ტრავმები გაიმიზეზეს ლოჩოშვილმა და ზარანდიამაც. უკვე იცით ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობის შესახებაც...

გიორგი არაბიძის და ჯიმი ტაბიძის შესაძლო დამატების საკითხზეც ვიტყვი. ამ თემაზე გვაქვს კონსულტაცია ვლადიმირ ვაისთან და საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორია ეროვნული ნაკრების სპეციფიკა და მზად ვართ, გავითვალისწინოთ ბოლომდე მისი ინტერესები...

რაც შეეხება მეკარეების თემას, ვნახეთ გოშაძისა და ქურდაძის თამაშები. მათ უკვე აქვთ სანაკრებო გამოცდილება. დავაკვირდით მათ რამდენიმე ტესტმატჩში და კმაყოფილები დავრჩით. შოვნაძე, კულუა და ჩოჩიშვილი ის მეკარეები არიან, რომლებიც ასევე ჩვენი ინტერესის სფეროში მოიაზრებიან. მათ შანსს აუცილებლად მივცემთ. შოვნაძემ მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ჩოჩიშვილს აქვს დიდი პერსპექტივა. იცით, რომ ის "სლავიაში" ითამაშებს. ახლა 19-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული და უკეთესია, იქ ითამაშოს, ვიდრე ჩვენთან იყოს სათადარიგო...

ჩვენთვის საუკეთესო შედეგი იქნება, თუ პირველ ადგილზე გავალთ, მაგრამ არც მეორე ადგილი იქნება გულგასატეხი, პლეი-ოფში გასვლა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს იძლევა", - განაცხადა გეგუჩაძემ.

30 აგვისტოს ჩაკვეტაძემ მაინც ივარჯიშა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად. ვნახოთ, რა და როგორ იქნება...

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელორუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).

პოლონეთის ნაკრები
მეკარეები: ბარტლომეი დრაგოვსკი (ფიორენტინა, იტალია), კამილ გრაბარა (ლივერპული, ინგლისი), ტომაშ ლოსკა (გურნიკი);

მცველები:
იაკუბ ბარტოში (ვისლა), კრისტიან ბიელიკი (არსენალი, ინგლისი ), პაველ ბოხნიევიჩი (უდინეზე, იტალია), პატრიკ ზიჩეკი (პიასტი), რობერტ გუმნი (ლეხი), კამილ პესტკა (კრაკოვია), პაველ შტოლარსკი (ლეხია), მათეუშ ვიეტესკა (გურნიკი);

ნახევარმცველები:
კამილ იოზვიაკი (ლეხი), ბარტოშ კაპუსტკა (ფრაიბურგი, გერმანია), დავიდ კოპაცი (დორტმუნდი, გერმანია), კონრად მიხალაკი (პლოცკი), იაკუბ პიოტროვსკი (პოგონი), დამიან რასაკი (ვისლა), სებასტიან შიმანსკი (ლეგია), შიმონ ზურკოვსკი (გურნიკი);

თავდამსხმელები: ადამ ბუკშა (ზაგლებიე), დავიდ კოვნაცკი (სამპდორია, იტალია), კაროლ სვიდერსკი (იაგიელონია), პაველ ტომჩუკი (პოდბესკიძიე), ოსკარ ზავადა (კარლსრუე, გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
უკაცრავად და რომელ უ19-შია ჩოჩიშვილი გამოძახებული? ისევ სიცრუე!!!
ომარი343
17:10 31-08-2017
0
შენც ....ხარ მაგგათნაირი, შენც ცრუობ და იმიტომ დადეთ შედეგი, მაჩვენე წყარო ან ლინკი სად წერია რასაც მიმტკიცებ?!
ომარი343
12:04 02-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული