U21. საქართველო VS ფინეთი - ღირსების საქმე

AutoSharing Option
დღეს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ფინელ თანატოლებს უმასპინძლებს. გია გეგუჩაძის გუნდმა ძალიან ცუდი სტარტი აიღო. ბოლო აკორდი ფარერებთან საგარეო მარცხი იყო, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს.

ამიტომ ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთსა და ლიტვასთან შეხვედრები ღირსების აღსადგენადაც უნდა გამოიყენოს. ცუდი ის არის, რომ გუნდს ერთბაშად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდა - გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი ზარია და რომან ჩაჩუა.

საქართველოს 21-წლამდელები ასეთი შემადგენლობით ემზადებიან:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან
შოვნაძე (დინამო ბთ);
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ);
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (შტუმბრასი, ლიტვა);
თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

U21. დღეს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი. III ჯგუფი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი

მომდევნო მატჩები
14 ნოემბერი
პოლონეთი-დანია
საქართველო-ლიტვა

თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჰე, აბა, როგორ არის ღირსების საქმის საქმე?
გელა
22:08 10-11-2017
0
იმედია ეხლა მაინც ეყოფა კაცობა და გადადგება გეგუჩაძე
dato
22:05 10-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული