11 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის მეორე მატჩი ანდორასთან გამართა.
დაპირისპირება ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის 43-ე წუთზე პენალტი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე ბექა დარციმელიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ქართველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. 86-ე წუთზე მეტოქემ მაინც შეძლო გათანბრება, გოლის ავტორი ალბერტ გრაუ სამპერმა გახდა.
ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 14 ნოემბერს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 1 ქულა აქვს. პირველი მატჩი ქართველებმა ბოსნიასთან 0:1 წააგეს.
საქართველოს ნაკრები: გუშეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯგია 90), ჯინჯოლავა, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), ნინუა, ქავთარაძე (ოზბეტელაშვილი 61), კვარაცხელია, ხარაბაძე, დავითაშვილი, დარცმელია
17:52 11-11-2017
U19. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ანდორას ვერ მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 69 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კობიაშვილო რომ ამბობდი არ მესმის თანამდებობა რატომ უნდა დავტოვოო იმიტომ უნდა დატოვო რომ 19 წლამდელთა ნაკრები ანდორას ვეღარ უგებს, იმიტომ რომ 21 წლამდელთა ნაკრები ფარერებთან ნადგურდება, იმიტომ რომ ეროვულმა ნაკრებმა ისე ჩაამთავრა მსოფლიოს შესარჩევი ერთი თამაშიც არ მოუგია, იმიტომ უნდა დატოვო რომ ევროთასების შესარჩევი ეტაპები დაწყებული არაა ყველა ქართული კლუბი უკვე გამოვარდნილია. რატომ უნდა იყო მაგ თანამდებობაზე ის უნდა გიკვირდეს თორემ რატომ უნდა დატოვო ის კიარა. მაგრამ არსად წამსვლელი შენ არ ხარ, ერთი რიგითი უთავმოყვარეო მედროვე ხარ რომელიც კალაძესთან ახლო ურთიერთობას იყენებ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად.
37
1
როგორიც მწვრთნელია,ისეთი გუნდია .უფსკრულია.
23
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული