საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სტუმრად თურქეთი გაანადგურა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო ერზურუმის საერთაშორისო მინი-ტურნირი. ჩვენმა გუნდმა პირველ მატჩში მასპინძელ თურქეთს 4:1 აჯობა.

გოლები გიორგი ივანიაძემ, გიორგი გულიაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და თამაზ ბაბუნაძემ გაიტანეს.

ხვალ ტურნირის მეორე შეხვედრაში თურქეთი მაკედონიას შეხვდება. 1 ივნისს კი გიორგი მიქაძის შეგირდები გაეჯიბრებიან მაკედონიელებს.

თურქებთან საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ბულისკერია, კაპანაძე, ბასარია, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, ფაცაცია, დარცმელია, კვარაცხელია, ივანიაძე, ბაბუნაძე, გულიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: გაბელაია, გოგია, მესიაჩენკო, გელაშვილი, ჯანაშია, ინჯგია, გრძელიძე, გაბუნია.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგას ჰქვია, გააცამტვერა, ქვა ქვაზე არ დატოვა. თორემ განადგურებაა როცა 3:1-ს მოიგებ ან 2:1-ს. თქვენ ხან და ხან 1:1-საც მოგებად ასაღებთ ხოლმე, მაგრამ მთლად მანდამდე ნუ მივალთ ;)
odala
07:05 30-05-2018
4

სიახლეები პოპულარული