საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი მარცხით დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა კიევში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი დაასრულა. ბოლო შეხვედრაში ზვიად ჯელაძის გუნდი 0:1 დამარცხდა ლატვიასთან.

მთავარმა მწვრთნელმა ამჯერად გადახალისებული შემადგენლობა დააყენა - უფრო ისინი ათამაშა სასტარტოში, ვინც აქამდე რეზერვში ჰყავდა.

ტურნირზე ნაკრებმა სულ ოთხი მატჩი ჩაატარა: 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

ლატვიასთან ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:

ხარატიშვილი, კვარაცხელია, ლატარია, არველაძე, ხვადაგიანი, ოსიყმაშვილი, დევდარიანი, კაპანაძე, ოგბაიძე, მირზიკაშვილი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ხურცილავა, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, კონიაშვილი.

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით

altბანიკოვის თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

altU17. ბანიკოვის ტურნირი:

საქართველომ სლოვაკეთთან ფრედ ითამაშა

altU17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული