თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს გიორგი ხარაბაძემ გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
2 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 3 ქულა აქვს და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ლიდერ ისრაელს ხვდება. თამაში 20 ნოემბერს 17:00 საათზე დაიწყება.