22 აგვისტოს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უეფას განვითარების თასის დასკვნით შეხვედრაში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გატანილი გოლების ავტორები გახდნენ: წულუკიძე (12, 69), გოჩიაშვილი (20, 55), მამულაშვილი (22), ჭელიშვილი (36), ლაბაძე (40), ხაბულიანი (76), გეგიაძე (80).
აღსანიშნავია, რომ უეფას განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა 3 მატჩი გამართა და სამივე დიდი ანგარიშით მოიგო.
ლიეტუვის დამარცხებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა ბოსნია 3:0 და მოლდოვა 4:0 დაამარცხეს.
არარატს ხელვაჩაურის მაჭახელაც მოუგებს რომ მოინდომოს