U21. საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სტუმრად შვეიცარიასთან 1:2 დამარცხდა.

გია ცეცაძის შეგირდებმა პირველი ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს - შინ ლიხტენშტაინთან (4:0) და გასვლაზე აზერბაიჯანთან (3:0), ამჯერად კი მეტოქედ გაცილებით ძლიერი შვეიცარია ჰყავდათ და საინტერესო გახლდათ, როგორ ითამაშებდნენ და როგორ შედეგს მიაღწევდნენ. მოკლედ, ძალიან სერიოზული გამოცდა ჰქონდათ ჩასაბარებელი.

ჩვენს გუნდს, რომელსაც ტრავმების გამო ლაკვეხელიანი და ხარაბაძე ვერ დაეხმარნენ, მე-6 წუთზე შეეძლო დაწინაურება, როდესაც სწრაფი კონტრშეტევისას არაბიძე სამ მოწინააღმდეგეს გასცდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

ჩვენი გუნდი ხშირად პრესინგს მიმართავდა,
იერიშები კი მეტოქის კარზე ერთფეროვნად, მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდა, სადაც მალი და არაბიძე აქტიურობდნენ.

სადღაც მე-15 წუთის შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და ზედიზედ 3 კარგი მომენტი გააცუდეს. შემდეგ გიიმონემ თავურით გოლიც გაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, მსაჯმა მის მიერ ლოჩოშვილთან ბურთზე ბრძოლისას წესების დარღვევა დააფიქსირა. მერე ოკაფორმა საჯარიმოდან ორჯერ ოდნავ ააცილა მიზანს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

აშკარად გამოჩნდა, რომ ბურთის დაჭერა ჩვენს ნახევარდაცვას უჭირდა, დაცვის მარცხენა ფრთა ვერ უმკლავდებოდა ოკაფორს და ცეცაძეს აუცილებლად რაღაც უნდა შეეცვალა.

შესვენების შემდეგ ჩვენი დაცვის მარცხენა ფრთა ჩავარდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ვარგასმა ანგარიში გახსნა, თუმცა მალე არაბიძემ თავისი საფირმო საჯარიმოთი საპასუხო გოლი გაიტანა.

მერე შვეიცარიას შეეძლო კვლავ დაწინაურება, მაგრამ შეცვლაზე შესულ ლოტომბას დარტყმულ ბურთს ჯერ ჩვენი გუნდის მცველი გადაეფარა, ხოლო შემდეგ მასვე გუგეშაშვილმა არ დაანება გატანა. 79-ე წუთზე არაბიძემ ვერ გამოიყენა კარგი შანსი და გოლი საკუთარ კარში მივიღეთ - ლოტომბამ ლოჩოშვილს დაასწრო და გუგეშაშვილის კარი დალაშქრა. მოწინააღმდეგის მორიგი იერიშისას უკვე ლოჩოშვილმა ბოლო მომენტში გადაარჩინა ჩვენი გუნდი და ცეცაძემ სამმაგი ცვლილება განახორციელა - შესაძლოა, ნაგვიანები.

89-ე წუთზე მალიმ შეცვლაზე შესული სპანდერაშვილი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, მან მიზანს ვერ უწია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი გასვლითი შეხვედრა აქვს - 16 ოქტომბერს საფრანგეთთან და 18 ოქტომბერს სლოვაკეთან.

ვინტენტური. "შუტცენვიზე"
შვეიცარია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ვარგასი (57), 1:1 არაბიძე (61), 2:1 ლოტომბა (83)

შვეიცარია: რაციოპი, ზეისიგერი, სიდლერი, ვან დერ ვერფი, რუეგი (ნდოიე 83), ტომა, პუშიჩი (ბაირამი 73), დომჯიონი, გიიმონე (სტოიკოვიჩი 73), ოკაფორი (ლოტომბა 59), ვარგასი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი, კუცია, სილაგაძე (ნებიერიძე 86), ნინუა (კოხრეიძე 86), არაბიძე, არველაძე (ბუღრიძე 86), ქავთარაძე (სპანდერაშვილი 76)
მკითხველის კომენტარები / 33 /
შვეიცარია ჩვენზე ძლიერი გუნდი არ არის და ეს თამაშიც ჩვენ თვითონ წავაგეთ.ჩვენი დაცვის ცენტრი უბედურების ზონა იყო,სადაც უამრავი შეცდომა დავუშვით.არ ვიცი მეჩვენება თუ ძალიან შეყოვნებული რეაქციები აქვთ ჩვენ ფეხბურთელებს.მომენტს ეთიშებიან და გამოვარდნილ ბურთზე ვერ ასწრებენ.ჩვენი შემტევებიც მაინც და მაინც არ ფიქრობდნენ კომბინირებაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.ამიტომ ცალკეული ფეხბურთელების სიძლიერე,გუნდის სიძლიერეში ვერ გადადის
სოსო
17:37 13-10-2019
2
არა, მასე სალანძღავიც არაა ცეცაზე, მაგას ყველაზე მეტი შედეგი აქვს, ქართველ მწვრთნელებს შორის, სტატისტიკა ასეა. ამ გუნდსაც მისი ხელი ეტყობა, კაი გუნდია, შეტევაზე ორიენტირებული. ლაკვეხელიანის არ ყოფნა მაგრად დაეტყო გუნდს, ამ ხარაბაძეს მაინც რა ეტაკა, ანუ მაგ ფლანგი მთლიანად გუნდს დააწვა,მეორეც, თუ ვინმე შესაცვლელი იყო, პირველ რიგში არველაზე იყო, ტიპი რომ დაიწყო მეორე ტაიმი 10 წუთში ფეღარ დადიოდა. მაგ ბიჭი გემოვნებიან ფეხბურთს თამაშობს, პასიც კაიაქ, დარტყმაც, მარა რაც მთავარია, ფიზიკა, ის არააქვს. ამიტომ მესამოცე წუთზე იგი უნდა სეეცვალა. საერთოდ მესამოცე წუთიდან უკვე ბუღრიზე, კოხრეიძე უნდა გამოეყვანა და ცოტა მერე სპანდერასვილი და საყრდენზე დაეყენებია. გადასულიყო ზონურ დაცვაზე კონტრშეტევაზე. მოსაგები თამაში იყო ასპროცენტიანი. რა ამას ვერ მიხვდებოდა ცეცაძე? მარა რაღაცამ შეუშალა ხელი. რაამ? დავითაშვილი კაი იქნებოდა, მარა იმათაც უფრო სჭირდება, რადგან მაგის პოზიციები ცეცაძეს კარგად ყავს დაკომპლექტებული. ერთი სიტყვით ლაკვეხელიანის არყოფნამ, არველაძის ხელშეუხებლობამ და დაგვიანებულმა შეცვლებმა წაგვაგებია. არაბიძისთვის კაია, კიდევ 2 სერიოზული თამაში გველის და ბიჭი უფრო შევა ფორმაში, რაც მთავარ ნაკრებს გამოადგება და თვითონ პირველ რიგში. მასე თუ გააგრზელა, უკვე მალევე გადავა უკეთეს გუნდში, ტუნდაც თურქეთში. რა გალა, ფენერი, ცუდია? ტრაბზონი იყოს, ფეშიქთაში, ნებისმიერი მაღალ ლიგაში, მტავარია ითამაშოს და ჯანზე იყოს, დანარჩენი თავისით მოვა. დასანანი წაგებაა ნამდვილად, ძალიტ წაგება ქვია ამას. დაკარგული არაფერია, რადგან შვეიცარიაც დაკარგავს ქულებს, მტავარია ცეცაძემ თავი ხელში აიყვანოს და სეცდომები გამოასწოროს, ჭკუის სასწავლებული ყოფილიყოს. წარმატებები
ვასო
17:32 12-10-2019
1

სიახლეები პოპულარული