ჩვენ დავუკავშირდით ქართველ მწვრთნელს და შესარჩევ ეტაპზე ვესაუბრეთ.
- როგორ შეაფასებდით თქვენი შეგირდების გამოსვლას შესარჩევ ეტაპზე, პირველი ადგილის მოლოდინი გქონდათ?
- ნაკრების გამოსვლას დადებითად ვაფასებ. მივიღეთ ის შედეგი, რომლისთვისაც დიდი ხანი ვემზადებოდით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს შედეგი მთელი გუნდის და სტაფის დამსახურებაა.
ჯგუფიდან გასვლის მოლოდინი გვქონდა. ამის
მთლიანობაში, 11 საერთაშორისო ამხანაგური ვითამაშეთ, საიდანაც 6 მოვიგეთ, 1 ფრე და 4 თამაში წავაგეთ. გუნდი ეტაპობრივად ვითარდებოდა და შესარჩევს სრულ მზადყოფნაში შევხვდით.
- სამწუხაროდ, ბოლო ორი თამაშის ტრანსლაცია არ იყო და საქართველოში ვერ ვუყურეთ. საკმაოდ რთული მეტოქე უნდა ყოფილიყო ხორვატია. რის ხარჯზე შეძლო ნაკრებმა მეტოქის დამარცხება?
- ხორვატიას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, რთული მეტოქე იყო. გამარჯვება, პირველ რიგში, სწორმა გუნდურმა მოქმედებამ განაპირობა და იმ სულისკვეთებამ, რომელიც ბიჭებმა გამოავლინეს მთელი ტურნირის განმავლობაში.
ყველაზე სასიხარულო ამ გამარჯვებაში ისაა, რომ თვითრწმენა ამაღლდა. ნიჭიერი ბიჭები გვყავს. მათ უკვე იციან, რომ მარტო ნიჭი საკმარისი არაა, თუ გუნდურ პრინციპებს არ ემსახურება.
თქვენ აღნიშნეთ, ხორვატია ძლიერი გუნდიაო და ეგრეც იყო, მაგრამ არანაკლებ ძლიერი გუნდი იყო უნგრეთი. წელს მარტო 7 თამაში მოიგეს, 3 ფრე და ერთი წააგეს.
- ამ ეტაპზე ნაკრებთან იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი. ისინი ელიტრაუნდშიც დაეხმარებიან გუნდს?
- ელიტრაუნდამდე დიდი დროა, ჯერ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. კონკრეტულად ამ ტურნირზე ამ ორი ფეხბურთელის დამატება სწორი გადაწყვეტილება იყო და დიდი მოტივაცია ბიჭებისთვის. ყველაფერი გაკეთდა, როგორც ფედერაციის, ასევე ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ ეს შედეგი მიგვეღო.
- რა მოლოდინი გვაქვს ელიტრაუნდში, რამდენად აქვს ამ ფორმაციის გუნდს შანსი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის?
- ელიტრაუნდში შანსებზე მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს, როდესაც გაირკვევა, ვისთან მოგვიწევს დაპირისპირება. ისე, ჩვენ ნებისმიერ თამაშზე მოსაგებად გავდივართ, იქნება ეს ამხანაგური თუ ოფიციალური შეხვედრა.
- არის შანსი, რომ ჯგუფური ეტაპი საქართველოში ჩატარდეს?
- ელიტრაუნდის მასპინძლობა მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
U19. საქართველოს ნაკრები 100%-იანია - ხორვატიასაც მოუგო!
U19. საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთიც დაამარცხა
U19. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უნგრეთს სძლია - კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო [VIDEO]