საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გერმანიაში მომზადების შემდეგ საფრანგეთში ჩავიდა და ქალაქ ნანსიში დაბინავდა.
სწორედ აქ გაიმართება 15 ნოემბერს ევროშესარჩევი მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" განახორციელებს.
ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს მოპოვებული.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულესკირია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი)
მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი),
ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა)
თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი)
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით