ამაზე კომენტარს არასოდეს გავაკეთებ - გია ცეცაძის პირველი შეფასება საფრანგეთთან დასანანი მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გასვლაზე საფრანგეთს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი 0:2-ს აგებდა, ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლო მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა.

შეხვედრის შესახებ კომენტარი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია ცეცაძემ გააკეთა, რომელიც სფფ-ს პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.

"შედეგით ცხადია ძალიან უკმაყოფილო ვარ. თამაში წავაგეთ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო მეტოქე. წაგება და კმაყოფილება ერთად ჩემთვის მიუღებელია. კმაყოფილი ვარ მხოლოდ იმით, რომ ბიჭებმა მოინდომეს, იბრძოლეს, გული დადეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა თავიანთი ქვეყანა ესახელებინათ.

სამწუხაროდ, არ
გამოვიდა. რაც შეეხება მსაჯობას, ეს ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა შეაფასონ. მე მსაჯობაზე კომენტარს არასოდეს ვაკეთებ", - ამბობს ცეცაძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
წაგების მიუხედავად დიდი მადლობა ამ ბიჭებს: ბრძოლისთვის,შემართებისთვის,იმედი მომეძალა ხვალინდელი,ზეგინდელი დღის.
sake
16 ნოემბერი 2019 18:47
2
თუ უკმაყოფილოხარ შედეგით უთამაშებელი ფეხბურთელები სად მიგყავს?იმიტომაც წავაგეთ, არ გიშველის ეს უაზრო თვალის ტრიალი, თუ შედეგ თამაშს წააგებს ნაკრები აიკარი გუდა ნაბადი წადი ნაკრებიდან.ნუ გონია ნაკრები შენი,,
kika
16 ნოემბერი 2019 18:32
39
ვის გვთავაზობ ესეც დაგეწერა
zura
16 ნოემბერი 2019 20:09
0
ხან baka ხარ,ხან kika ))) ხელწერა ერთი გაქვს
zura
16 ნოემბერი 2019 20:04
0
ყველა გამოხმაურება
მსაჯებზე კომენტარს არასოდეს აკეთებ რას ნიშნავს?? ღმერთი მოთხოვთ მაგათ მერე იიიიქ? თუ რა ხდება?/ ზუსტადაც უნდა თქვა რო დაბალი დონის მსაჯობა იყო, და ძლიერ ქვეყნებს მსაჯები უმეტეს შემთხვევაში ეხმარებიან, და ამ მსაჯს განვითარების მომავალი არ აქ თუ ასე გააგრძელებს მუშაობასო, და ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრასო...///შენ კიდე რა კომენტარს არ აკეთებ ?! აბა ვინ უნდა ამოიღოს ხმა? ბილეთების გადამყიდველმა?! ამ წუთისთვის თქვენ ხართ წინა პლანზე !
Vasili
16 ნოემბერი 2019 18:08
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული