U21. გია ცეცაძის წითელი ბარათი და დაპირისპირება მატჩის მიწურულს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სტუმრად სლოვაკეთთან 2:3 დამარცხდა. შეხვედრის მიწურულს სამწვრთნელო შტაბებს შორის დაიძაბა ურთიერთობა. მიზეზი ქართველი ფეხბურთელის მიმართ არასათანადო საქციელი იყო.

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, გია ცეცაძე ვერ დაამშვიდეს, რასაც მსაჯის მიერ წითელი ბარათი მოჰყვა. კადრში არ ჩანდა, თუმცა, სავარაუდოდ, მისი სლოვაკი კოლეგაც გააძევეს.

ეს ამ შეხვედრაში ერთადერთი ქართული წითელი ბარათი არ ყოფილა, პირველ ტაიმში ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი გააძევეს.


მკითხველის კომენტარები / 18 /
ფეხბურთის გენიოსებო, მერედა გასაძევებელი იყო ჩვენი მცველი? ჯარიმაც კი არ უნდა მიეცა იმ "ცუდ" მსაჯს. ვენაცვალე ცეცაძეს ასეთი მებრძოლი და შემტევი გუნდის დაყენებისთვის.
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
00:28 19-11-2019
6
ლამაზი არ იყო, მაგრამ არც ის შენს ფეხბურთელს რომ ფეხს უდებენ. ისე ვენგერის, გუარდიოლას, მაურინიოს და ა.შ. ჩხუბები ნახეთ, რეალი - ბარსას გუნდი-გუნდზე კამათები, რა იყო ქართულად რახან არ ისმის ერთმანეთს ეფერებიან ხოლმე? ჩვენიც არ ისმის სხვებისთვის :) ბოლოს მოუვიდა ზედმეტი ძალიან.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული