U17. კაცნაკლული საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა, მაგრამ ელიტ-რაუნდში გავიდა

AutoSharing Option
2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ესტონეთთან 0:1 დამარცხდა, თუმცა ელიტ-რაუნდში გავიდა.

პირველ ტაიმში ესტონელები ეპიჰინმა დააწინაურა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ხაჩიძემ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და 71-ე წუთზე ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და მეტოქემ გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩიტაურის შეგირდები პირველ ტურში ისლანდიას დაუზავდნენ (1:1), მეორე ტურში კი მასპინძელი უნგრეთი დაამარცხეს (1:0).

პარალელურ მატჩში უნგრეთი და ისლანდია დაზავდნენ - 0:0.

საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და
ელიტ-რაუნდში გავიდა. პირველი ადგილი ესტონეთმა დაიკავა, მესამე - უნგრეთმა, ხოლო მეოთხე - ისლანდიამ.

ბიჩკე. „სპორტპლია“
ესტონეთი - საქართველო 1:0
გოლი: ეპიჰინი (33)
გაძევება: ხაჩიძე (71)

საქართველო: კოპალიანი, ნარიმანიძე, გობეშია, ხარჩილავა, სადღობელაშვილი (ხაჩიძე 46), ციკოლია (ფარცვანია 46), სიგუა, ალიბეგაშვილი, ტაბატაძე, პარკაძე (პარკინაშვილი 84), ცერცვაძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა თქმა უნდა ვულოცავ ბიჭებს,ჯგუფიდან გაღწევას,მაგრამ ბოლო მოსაგები თამაში რომ წააგეს და საერთოდაც სამ თამაშში,სულ ორი გოლი გაიტანეს,სამომავლოდ დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს,ჩემში.ამ ასაკში ასე რომ გვიჭირს გოლის გატანა,მერე რიღას იმედი უნდა გვქონდეს?გამოდის,ბიჭები მხოლოდ ბრძოლის ,ხასიათის წყალობით იგებენ და კლასის მარაგი არა აქვთ.რა თქმა უნდა ესეც კარგია,აუცილებელიცაა,მაგრამ ოსტატობის გარეშე, სტაბილურად რაღაც დონეს და წარმატებებს ვერ მიაღწევ
სოსო
16:03 29-10-2021
1
ბიჭებს ვულოცავ ელიტრაუნდში გასვლას, მაგრამ აქვე მინდა წუხილით აღვნიშნო, რომ ცუდია, ცუდია, რომ გუნდისთვის გადამწყვეტ თამაშებს ვერ ვიგებთ, ვერც უფროსები და ვერც უმცროსები. რაღაც გვაქვს სასწავლი ან შესაცვლელი.
გიზოგ
15:35 29-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული