"მამარდაშვილი კიდევ ერთ შეხვედრაში გამოირჩა - ამჯერად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში. ქართველებმა ფავორიტი ინგლისელები (3:2) დაამარცხეს, მათ კარს კი "ვალენსიას" ფეხბურთელი იცავდა.
"ღამურების" მეკარე გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო ნაკრებთან, რომლის წევრებიც პრემიერლიგის ლიდერ გუნდებსა და გერმანიაში გამოდიან.
უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც ბორდალასმა გიორგი სასტარტო შემადგენლობაში უკანასკნელად ათამაშა. ქართველი კიპერის არყოფნის დროს ისე არ ხდება, რომ ვალენსიელები საკუთარ კარში გოლს აღარ უშვებდნენ.
ამასობაში, მამარდაშვილი კლუბისგან სრულფასოვანი კონტრაქტის
ქართველმა 21-წლამდელებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისელ თანატოლებს აჯობეს. მოგეხსენებათ, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლები ვართ, რის გამოც რამაზ სვანაძის გუნდი შესარჩევი ეტაპიდან გათავისუფლებულია. რაც შეეხება "ვალენსიას", ისინი მომდევნო ტურში "სოსიედადს" სტუმრობენ.
გიორგი მამარდაშვილი: საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით
"ინგლისის სამარცხვინო მარცხი ბათუმში, გულიაშვილის ზალპი და გოჩოლეიშვილის ცეკვა" - ბრიტანული მედია
რამაზ სვანაძე: ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ გამოვალთ