ესპანელები მამარდაშვილსა და ქართველ ახალგაზრდებზე წერენ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებასა და გიორგი მამარდაშვილის თამაშს ესპანური eldesmarque-ი გამოეხმაურა:

"მამარდაშვილი კიდევ ერთ შეხვედრაში გამოირჩა - ამჯერად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში. ქართველებმა ფავორიტი ინგლისელები (3:2) დაამარცხეს, მათ კარს კი "ვალენსიას" ფეხბურთელი იცავდა.

"ღამურების" მეკარე გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო ნაკრებთან, რომლის წევრებიც პრემიერლიგის ლიდერ გუნდებსა და გერმანიაში გამოდიან.

უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც ბორდალასმა გიორგი სასტარტო შემადგენლობაში უკანასკნელად ათამაშა. ქართველი კიპერის არყოფნის დროს ისე არ ხდება, რომ ვალენსიელები საკუთარ კარში გოლს აღარ უშვებდნენ.

ამასობაში, მამარდაშვილი კლუბისგან სრულფასოვანი კონტრაქტის
გაფორმებას ელოდება. იჯარის დასრულებამდე მხოლოდ თვეზე ცოტათი მეტია დარჩენილი. "ვალენსიას" ხელმძღვანელობას ამის სურვილი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ნაბიჯის გადადგმა არ ხდება. გიორგის ფასი 800 ათასი ევროა."

ქართველმა 21-წლამდელებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისელ თანატოლებს აჯობეს. მოგეხსენებათ, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლები ვართ, რის გამოც რამაზ სვანაძის გუნდი შესარჩევი ეტაპიდან გათავისუფლებულია. რაც შეეხება "ვალენსიას", ისინი მომდევნო ტურში "სოსიედადს" სტუმრობენ.

altგიორგი მამარდაშვილი: საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით

alt"ინგლისის სამარცხვინო მარცხი ბათუმში, გულიაშვილის ზალპი და გოჩოლეიშვილის ცეკვა" - ბრიტანული მედია

altU21. თამამად, გულიანად - გულიაშვილის დუბლით და გოჩოლეიშვილის სუპერგოლით საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია [VIDEO]

altრამაზ სვანაძე: ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ გამოვალთ


მკითხველის კომენტარები / 2 /
გამახსენდა ჩვენი გამარჯვებები ბრიტანულ "კარდიფდან", "ლივერპულთან"... "ვესტ ჰემთან"!!!
tngh
15:34 17-11-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული