ხორვატიაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდმა აიღო სტარტი. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები რუმინეთთან 1:5 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეიმცირა.
პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო, მაგრამ 44-ე წუთზე მსაჯმა საქართველოს ნაკრების მცველი ჩხეტიანი გააძევა. შესვენების შემდეგ მეტოქე უპირტესობას დაეუფლა და გაიმარჯვა. კომპენსირებულ დროში არბიტრმა შეცვლაზე შესულ სიხარულაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მასაც მოუწია მოედნის დატოვება.
ველიკა გორიცა. "ველიკა გორიცა"
საქართველო - რუმინეთი 1:5
გოლები: 0:1 ჩირიცოი (11), 0:2 დანულეასა (31), 1:2 აბუაშვილი (40), 1:3 პანტეა (45, პენ), 1:4 ილიე (47), რადასლავესკუ (60)
გაძევება: ჩხეტიანი (44), სიხარულაშვილი (90+2)
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი (კეკელიძე 80), დუნდუა, პირტახია, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, ჩხეტიანი, გეგუჩაძე (ცხოვრებაშვილი 62), აბუაშვილი (გოგნაძე 67), გ. მამაგეიშვილი (ბაგრატიონი 46), წულუკიძე (სიხარულაშვილი 67)
26 მარტს საქართველოს ნაკრები ისლანდიას შეხვდება, რომელიც მასპინძელ ხორვატიასთან 1:2 დამარცხდა.