U19. ორკაცნაკლული საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხორვატიაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდმა აიღო სტარტი. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები რუმინეთთან 1:5 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეიმცირა.

პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო, მაგრამ 44-ე წუთზე მსაჯმა საქართველოს ნაკრების მცველი ჩხეტიანი გააძევა. შესვენების შემდეგ მეტოქე უპირტესობას დაეუფლა და გაიმარჯვა. კომპენსირებულ დროში არბიტრმა შეცვლაზე შესულ სიხარულაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მასაც მოუწია მოედნის დატოვება.

ველიკა გორიცა. "ველიკა გორიცა"
საქართველო - რუმინეთი 1:5
გოლები: 0:1 ჩირიცოი (11), 0:2 დანულეასა (31), 1:2 აბუაშვილი (40), 1:3 პანტეა (45, პენ), 1:4 ილიე
(47), რადასლავესკუ (60)

გაძევება: ჩხეტიანი (44), სიხარულაშვილი (90+2)

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი (კეკელიძე 80), დუნდუა, პირტახია, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, ჩხეტიანი, გეგუჩაძე (ცხოვრებაშვილი 62), აბუაშვილი (გოგნაძე 67), გ. მამაგეიშვილი (ბაგრატიონი 46), წულუკიძე (სიხარულაშვილი 67)

26 მარტს საქართველოს ნაკრები ისლანდიას შეხვდება, რომელიც მასპინძელ ხორვატიასთან 1:2 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯგუფიდან ვერ გავა მიუხედავად ამისა მწვრთნელს არ მოხსნიან იმიტომ რომ ხელფასის გარკვეული პროცენტი უკან ბრუნდება ფედერაციის ხემძღვანელებთან..აი ეს არის პრობლემა და მიზეზი წარუმატებლობის..
აკა
22:21 23-03-2022
2
რატომ არის საბურთალოს რამოდენიმე ფეხბურთელი გამოძახებული როცა არსად არ უწევთ თამაში და საუკეთესო ბიჭები დატოვეს,მიზეზი ხომ ყველასთვის გასაგებია..
jiji
22:35 23-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული