73-ე წუთზე საქართველოს ნაკრები თბილისის „დინამოს“ მცველმა თორნიკე დუნდუამ დააწინაურა. 90-ე წუთზე მსაჯმა ნახევარმცველი ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი გააძევა და ჩვენს გუნდს ისევე როგორც პირველ ტურში რუმინეთთან წაგებულ შეხვედრაში, კაცნაკლულს მოუწია თამაში, კომპენსირებულ დროში კი მეტოქემ პენალტით ანგარიშის გათანაბრება შეძლო და ფრეს მიაღწია.
დღეს ამავე ჯგუფში რუმინეთმა მასპინძელი ხორვატია 2:1 დაამარცხა. 29 მარტს ვასილ მაისურაძის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდება.
ველიკა გორიცა. „ველიკა“ გორიცა“
საქართველო - ისლანდია 1:1
გოლები: 1:0 დუნდუა (73), 1:1 ოსკარსონი (90+8, პენ)
გაძევება: ცხოვრებაშვილი (90)
საქართველო: ხარატიშვილი, ბაგრატიონი (პირტახია 74), დუნდუა, ხვადაგიანი, გვიშიანი (გოგნაძე 53), ცხოვრებაშვილი, წულუკიძე (კეკელიძე 74), გ. მამაგეიშვილი, უგრეხელიძე, აბუაშვილი, კვერნაძე (გეგუჩაძე 7)