U19. ისევ გაძევება, 90+8-ე წუთზე გაშვებული გოლი და ხელიდან გაშვებული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ისლანდიას დაუზავდა (1:1) და ჯგუფში ჩარჩა.

73-ე წუთზე საქართველოს ნაკრები თბილისის „დინამოს“ მცველმა თორნიკე დუნდუამ დააწინაურა. 90-ე წუთზე მსაჯმა ნახევარმცველი ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი გააძევა და ჩვენს გუნდს ისევე როგორც პირველ ტურში რუმინეთთან წაგებულ შეხვედრაში, კაცნაკლულს მოუწია თამაში, კომპენსირებულ დროში კი მეტოქემ პენალტით ანგარიშის გათანაბრება შეძლო და ფრეს მიაღწია.

დღეს ამავე ჯგუფში რუმინეთმა მასპინძელი ხორვატია 2:1 დაამარცხა. 29 მარტს ვასილ მაისურაძის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდება.

ველიკა გორიცა. „ველიკა“ გორიცა“
საქართველო - ისლანდია 1:1
გოლები: 1:0
დუნდუა (73), 1:1 ოსკარსონი (90+8, პენ)
გაძევება: ცხოვრებაშვილი (90)

საქართველო: ხარატიშვილი, ბაგრატიონი (პირტახია 74), დუნდუა, ხვადაგიანი, გვიშიანი (გოგნაძე 53), ცხოვრებაშვილი, წულუკიძე (კეკელიძე 74), გ. მამაგეიშვილი, უგრეხელიძე, აბუაშვილი, კვერნაძე (გეგუჩაძე 7)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ისლანდიას ვერ ვუგებთ? ეს ხომ ბრაზილია და გერმანი არა არის, სადა ვართ? ამათზე იხარჯება ფული? დაშალეთ და გამოტოვეთ საერთოდ ამ წლიანების ნაკრები.
ჟორა
17:48 27-03-2022
1
მწვრთნელს ფედერაციის მესვეურები არ გაუშვებენ,ხელფასის ნაწილს აბრუნებს,მთავარი ესაა ნაკრების შედეგი ვის აინტერესებს?ან თუნდაც ის რომ საუკეთესო ბიჭები დატოვა
aleks
10:38 27-03-2022
5

სიახლეები პოპულარული