U19. ისევ გაძევება, 90+8-ე წუთზე გაშვებული გოლი და ხელიდან გაშვებული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ისლანდიას დაუზავდა (1:1) და ჯგუფში ჩარჩა.

73-ე წუთზე საქართველოს ნაკრები თბილისის „დინამოს“ მცველმა თორნიკე დუნდუამ დააწინაურა. 90-ე წუთზე მსაჯმა ნახევარმცველი ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი გააძევა და ჩვენს გუნდს ისევე როგორც პირველ ტურში რუმინეთთან წაგებულ შეხვედრაში, კაცნაკლულს მოუწია თამაში, კომპენსირებულ დროში კი მეტოქემ პენალტით ანგარიშის გათანაბრება შეძლო და ფრეს მიაღწია.

დღეს ამავე ჯგუფში რუმინეთმა მასპინძელი ხორვატია 2:1 დაამარცხა. 29 მარტს ვასილ მაისურაძის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდება.

ველიკა გორიცა. „ველიკა“ გორიცა“
საქართველო - ისლანდია 1:1
გოლები: 1:0
დუნდუა (73), 1:1 ოსკარსონი (90+8, პენ)
გაძევება: ცხოვრებაშვილი (90)

საქართველო: ხარატიშვილი, ბაგრატიონი (პირტახია 74), დუნდუა, ხვადაგიანი, გვიშიანი (გოგნაძე 53), ცხოვრებაშვილი, წულუკიძე (კეკელიძე 74), გ. მამაგეიშვილი, უგრეხელიძე, აბუაშვილი, კვერნაძე (გეგუჩაძე 7)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნუ დააბრალებთ მსაჯებს და ა.შ ქართული ბავშვთა ფეხბურთი გაძეძგილია ნეპოტიზმით და უდიდესი უმრავლესობა ასაკობრივ ნაკრებებში ნაცნობობიტ ხვდება. სანამ ეგ არ დასრულდება მანადე რუმინეთის მოგვიგებს ისლანდიაც და გიბრალტარიც
ქართველი
01:11 27-03-2022
1
ორ თამაშში სამი გაძევება ნამეტანია.ძალიან ხშირად ვჯარიმდებით უაზროდ,აუცილებლობის გარეშე.მერე კი, ეს ცუდად გვიტრიალდება.ეს თამაში ფაქტობრივად მოგებული იყო და მაინც მოვახერხეთ,ქულების დაკარგვა.იმ მომენტში გადაცემის შეფერხება მოხდა და კონკრეტულად როგორ ავიკიდეთ პენალტი,არ ვიცი,მაგრამ ამას მოხერხება რომ უნდოდა,ესეც ცხადია.სათამაშო დრო,უკვე დამთავრებული იყო და მხოლოდ დასტვენაღა სჭირდებოდა მსაჯს.
სოსო
20:54 26-03-2022
0

სიახლეები პოპულარული