U18. 0:2-დან 3:2 5 წუთში - საქართველოს ნაკრებმა სომხეთს შეცვლაზე შესული ფეხბურთელებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველ ამხანაგურ მატჩში საკუთარ მოედანზე სომხეთი 3:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი 87-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა და მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება. სამივე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს - პარკაძემ, სიგუამ და კალანდაძემ.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა 8 ივნისს გაიმართება.

რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
საქართველო - სომხეთი 3:2
გოლები: 0:1 დავთიანი (21), 0:2 მარკოსიანი (45), 1:2 პარკაძე (87), 2:2 სიგუა (90+1), 3:2 კალანდაძე (90+2)

საქართველო: მაქაცარია, დათუაშვილი, გოგლიჩიძე (კალანდაძე 73), ტაბატაძე, ლაცაბიძე, გოგნაძე (მორჩილაძე 73), ბაგრატიონი (ბართია 39), წულუკიძე,
ცხოვრებაშვილი (სიგუა 56), ხაბულიანი (გოცირიძე 46), იობაშვილი (პარკაძე 46)

მკითხველის კომენტარები / 4 /
სომხებმა ინფარქტი ხომ არ მიიღეს
1
ჰაიტარაკ რესპუბლიკა!
მერაბი
09:22 07-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული