U17. საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
2023 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ასაკობრივი ნაკრები რუსთავში ისრაელთან დამარცხდა - 1:3.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდიდან შეხვედრაში ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე ალექსანდრე თურქიამ გაიტანა.

მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 28 ოქტომბერს რუსთავში, ინგლისის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამოს აკადემია ის აღარაა რაც 5-7 წლის წინ იყო. საბურთალოს აკადემიაც ცუდ დღეშია,ლოკომოტივს აკადემიას ნუ უძახით,სირცხვილია.მაგათზე ბევრად უკეთესი მარტვილის და ბათუმის აკადემიაა.2001 ების შემდეგ ყველა ასაკი სუსტია, ასაკში ერთი ორი ბავშვი თუ გამოჩნდა ეგეც დიდი ამბავია. ვითომ ფიზიკა გამოსწორდა,მაგრამ სათამაშო და ტაქტიკური ინტელექტი ნოლზეა.სათამაშო დისციპლინა არ არსებობს.წამოვიდა დაშტამპული თაობა,ყველა ბავშვი და გუნდი ერთმანეთს ჰგავს,ვერ გაარჩევ.ვისწავლეთ ხელის შეშლა,მაგრამ დაგვავიწყდა შეტევა და არაორდინალურობა.ჩემი აზრით,მეორე ნაკრებებიც უნდა არსებობდეს რომ რეზერვი იქვე იყოს,მზად და პირველ ნაკრებშიც არავის ეგონება თავი შეუცვლელი.ბევრ პატარა ქვეყანას აქვს ეს პრაქტიკა.კონკურენცია თუ არ გავზარდეთ, ისე ძლიერი ნაკრებები აღარ გვეყოლება.
ზეზვა
18:35 26-10-2022
0
თავიდან ბოლომდე ვუყურე და ყველაზე სუსტი ნაკრებია ბოლო წლების.ან ეს რა უბედურება საქართველოს ნაკრები კი არა თბილისის ნაკრებია. მესმის რომ ყველაზე კარგი აკადემია ამ სამ გუნდს აქვს მაგრამ დავიჯერო სხვა ქალაქებში ერთი ნიჭიერი ვერავინ არის ამ ასაკში.
Beqa
03:13 26-10-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული