ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
როგორც ჩანს სანიოლმა არ დათმო და ფედერაციის ბოსობას კატეგორიულად მოუჭრა კვარა მე მჭირდებაო ამ ორი მატჩებისთვისო. და ხვიჩა ტერმინატორი კი არაა მის ფიზიკურ შესაძლებლობებს და მოთხოვნებსაც საზღვარი აქვს არა უშავს წარმატებები კვარას და ნაკრებებს.
Charley
15 ივნისი 2023 17:32
3
მართალი ხარ, ეს რომ თავად ხვიჩას გადაწყვეტილება იყოს, ამდენ აურზაურს არ აგვატეხინებდა და ადრევე იტყოდა ამის შესახებ... თუმცა, სანიოლმა აუკრძალა თუ ნაპოლიმ, ამ ეტაპზე ვერ გავიგებთ...
ვოოტ
15 ივნისი 2023 18:18
2
მე რომ იგივეს ვწერდი დისლაიქება მიწერდით, ყოჩაღ ხვიჩა სწორი გადაწყვეტილებებისთვის, უნამუსობა არაა სხვა ბიჭებმა ითამაშონ ამხანაგური მატჩები, შესარჩევის რამდენიმე მატჩი და ჰოპ იცებ ხვიჩა ჩასვან შემადგენლობაში, თან დიდი ქაჯობაა სხვათა თვალში. რომელი ნაკრები აკეყებს რომ საუკეთესო მოთამაშეს უშვებს 21 წლამდელებში? ეს ხო გოიმობაა.
Semi
15 ივნისი 2023 16:37
15
კვარას და მიქაუტაძის გარდა ყველა თამაშობს ეგეც კარგია მადლობა იმ ბიჭებს ვინც დაბრუნდებიან შოტლანდიიდან
Soso
15 ივნისი 2023 18:27
0
ბავშვს ნერვი არ მოუშალოდ ეხლა , ვინც ხელებს იპშვნეთტ,არ ეცეთ, თორე დაგენძძძძ...ევათ.... მადლობა ხვიჩი შენ გენაცვალე , გაგახაროს ღმერთმა ცჰემო ძმაო როგორც საჭიროა ისე ქენით
გ.შ.
15 ივნისი 2023 16:45
18
ეგ ნაპოლის მოთხოვნაც იქნებოდა დარწმუნებული ვარ. წარმატებები ჩვენ ნაკრებს..წარმატებები ხვიჩას.. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!!!!!!!!!!!!!!!
ჯიმა
15 ივნისი 2023 16:30
8
საქართველოს ნაკრები უპირველესია და მერეა სხვა გუნდი. ამ შემთხვევაში ნაპოლი. ჩემპიონობის განაღდების შემდეგ საერთოდ ნუ ითამაშებდა ნაპოლში. ახლაგაზდული რომ უნდა ყოფილიყო ამისათვის უნდა შეენახა თავი. ახალგაზდულიდან წარმატების შემთხვევაში ოლიმპიდაზეც გვექნებოდა შანსი გასვლის, რაც დღემდე არ გვღირსებია. მეც ვწერდი რომ ძნელი სეზონი ქონდა ხვიჩას, მაგრამ ნაკრები უპირველესია. სხვა ტომის სპორტსმენებზე დამიწერია ვინც ჩვენი დროშის ქვეშ სისხლს და ოფლს დაღვრიან ყველას ქომაგი ვიქნები და მივესალმები მეთქი. სპორტი ბრძოლაა შენი ქვეყნისათვის, ის ოფლის გაღება რაც შენ შეგიძლია. სეზონში 34 თამაში და შესვენებით (მსოფლიოს ჩემპიონატის დროს) ჩატარებული არც ისეთი შეუძლებელი უნდა იყოს 22 წლის ამომავალი ვარსკვლავისათვის, რომ თქვას დავიღალეო. ვარსკვლავები და არა მარტო ვარსკვლავები სეზონში 50-60 თამაშს ატარებენ. როცა გინდა მწვერვალზე ახვიდე თავს ძალა უნდა დაატანო და მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდე. მე ხვიჩას ასეთი განცხადებით გული დამწყდა.
G.LA
15 ივნისი 2023 23:59
7
ვერ ითამაშებს არ ქვია ამას, არ ითამაშებს ქვია.
ტტტ
15 ივნისი 2023 18:11
2
არასწორი გადაწყვეტილებაა
იუვე
15 ივნისი 2023 17:27
11
ხვიჩა ვიცე ეს გირჩია შენ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშოო იმას ქვეყანა არ ყვარებია ბავშვები მოითმენლად ელოდნენ შენ თამაშს კოკაკოლაზე რომ გამოსახეს ბევრი კოკა-კოლას მაგის გამო ყიდულობდა გული მწყდება შენგან მაგის მოსმენა რომ გვიწევს მართალია ქორწილისთვის ემზადები მაგრამ ასე არ უნდა მოექცე შენს ქვეყანას მჯერა მიქუტაძე ითამაშებს და დანახება ყველას რომ შესაძლებელია ქვეყნისთვის თავის დადება როცა შენ ქვეყანაშია ევროპის ჩემპიონატი ტარდება დიდება საქართველოს,
პატრიოტი ქართველი
15 ივნისი 2023 17:17
13
განაცხადში მაინც დარჩი რაიცი რახდება
პაპა
15 ივნისი 2023 16:58
5
100
Beqa
15 ივნისი 2023 17:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული