ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
ქუთაისი
15 ივნისი 2023 16:41
22
დამქაცველი სეზონის ბოლოს 38-წლის მოდრიჩს შეუძლია ჰოლაალნდიის ეროვნულინაკრების წინაღმდეგ თამაში და ბრძოლა.. (თან როგორი ბრძოლა ყველას დაგვანახა)..ჩვენი 22 წლის ბიჭებს ჰოლანდიის-U21 ნაკრების წინაღმდეგ არაა.. ნეტავ რ ა ხ დ ე ბ ა?...
romandro
15 ივნისი 2023 23:22
6
და კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებში არ თამაშობს, თუ რა ხდება? რა შუაშია ახალგაზრდული ?
კაპიტან გარდენბურგი
16 ივნისი 2023 00:03
16
ვერ თუ არ? ვერ ობიექტური გარემოებებია, არ სუბიექტური.
პ.ს. იმას არ ნიშნავს რომ რაიმე ცუდი ჩაიდინა, უბრალოდ არ არის საჭირო ზედმეტი გალამაზება სიტუაციის. ადამიანმა თქვა რომ გადატვირთული რეჟიმის გამო არ ითამაშებს.
სიმართლე
15 ივნისი 2023 16:05
5
ნეტავი გუშინ მოდრიჩის თამაშს უყურა???თუ კი, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.....დანარჩენს მკითხველი გაიგებს
dinamo 1981
15 ივნისი 2023 19:39
6
რატომ ტარდება ევროპის ჩემპიონატი საქართველოში?
სტადიონები რომ გარემონტდეს?
არ მითხრათ ეხლა იმოდენა აუდიტორია ყავს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს აამაღლებსო.
ყველას იქ უნდა ეთამაშა და შედეგი უნდა დაედოთ თუნდაც ოთხეულში მოხვედრა.
ეხლა არ მითხრათ ამ ბიჭებს ეგ არ შეეძლოთო.
ტუ ეგრეა საერთოდ დიდ ნაკრებთანაც რა პრეთენზია გვაქ?
პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნის წარმოჩენა შედეგით და არა სტადიონებით და ინფრასტრუქტურით.
კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი ნათელი მაგალითია....
Lobotka
15 ივნისი 2023 17:15
0
რეალურად სწორი გადაწყვეტილება რის რა გვინდა რომ 10 დღეში 5 თამაში როგორ უნდა ითამაშოს, ყველაზე კარგ ვარიანტში ბოლო თამაშში თუ შეძლებდა დახმარებას ნაკრებისთვის. თან ბელგია, ჰოლანდია და პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებები მაღალკვალიფიციური ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული. ესეთი მომქანცველი სეზონის შემდეგ გადაღლილია და კარგად იცის, აბა რა უნდა ქნას გადაღლილმა ითამაშოს, ამ ნაკრებებთან ბოლომდე თუ არ ხარ ფიზიკურად მზად ვერაფერი გამოგივა, მერე წამოვიდოდა გულშემატკივრების სიტყვები რომ ფეხები აკეცა, უფრთხილდება არ თამაშობს და მსგავსი.
ზაზა
15 ივნისი 2023 16:29
11
ზოგს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს.ახალგაზრდულში ვერ ვითამაშებო,რა შუაშია ნაკრები დაიკიდა?ეროვნულზე თქვა უარი?სრულიად კონცენტრირებული ვარ ნაკრების 2 მატჩზეო.ახალგაზრდულს წიტაიშვილი და კვერნაძე ყავს მის პოზიციაზე,პლუს ორივეს დასამტკიცებელი აქვთ სკაუტებთან მათი შესაძლებლობები,თორემ ხვიჩამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა მისი დონე!
მეზღვაური
15 ივნისი 2023 18:26
6
მოკლედ რამოდენიმე ვერსია გაჟღერდა.
1. კვარა არ არის პატრიოტი და არუნდა ნაკრებში თამაში.

2. კი უნდა მაგრამ გადაიღალა, რობოტი ხომ არაა უნდა გავუგოთ.

3. ახალგაზრდულმა ნაკრებმა სპეციალურად მოტეხა, რადგან თავისიანების ჩასმა უნდათ ძირითადში და კვარა ხელს შეუშლიდათ.

4. კვარა არ არის შეთამაშებული ახალგაზრდულ გუნდთან და მათთვის ხელი რომ არ შეეშალა, თავად თქვა უარი.

აი ძირითადად ეს ვერსიები ტრიალებს. სიმართლე მხოლოდ ისაა, რაც კვარამ თავად დაწერა.
სურვილი აქვს მაგრამ რთულია გადაბმულად თამაში ასეთი მაღალი დონის და დატვირთვის ტურნირზე.
ხომ შეიძლება ყველგან შეთქმულების თეორიები არ ვეძებოთ და უბრლოდ დავიჯეროთ რაც დაპოსტა?
საქართველოს ნაკრებს ან ქართველ გულშემატკივარს მადლობის მეტი ამ ბიჭისთვის რამე ეთქმის?
Spain
15 ივნისი 2023 17:15
12
Რა სურვილი აქვს? Ნაპოლი რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ფინალში გასულიყო ეგეც 3 თამაშით მეტი იყო ხო? Არ ითამაშებდა? Იტყოდა უარს რომ დაღლილი ვარო? Საქართველოს ასეთი შანსი არასოდეს ქონია და აქ რა დაღლაზე საუბრობთ? Მარტივია აქ ყველაფერი, კიდიათ U21
Georgian
15 ივნისი 2023 18:13
4
ყველამ იცოდა წინასწარ რომ ასე იქნებოდა არც უნდა გამოეძახებინათ გაფართოებულ შემადგენლობაში. ისე კვარაცხელია არაა მაგ ბიჭებთან შეთამაშებული და მგონი უფრო ''ტორმუზი'' იქნებოდა ვიდრე პოზიტივი მაგისი დამატება , ისე მოხდებოდა რაც დინამო ბათუმში ყოფნის დროს მოხდა მაგის გარშემო რომ უნდა ეთამაშა გუნდს და ეგ ნაკრები ეგეთი ტაქტიკით ერთ კაცზე როა აწყობილი ყველაფერი არ თამაშობს
MICHAEL
15 ივნისი 2023 16:18
11
როცა ნაკრებს ეხება საქმე შენ ქვეყანის ღირსებას იხავ. რანაირი დონის არ უნდა იყოს როცა ქვეყანას ნაკეებს ჭირდები ყოვეთვის უნდა დაუდგე გვერდში. როცა ნაკრების მაისურს იხავ შენს თავს არ ეკუთვნი, შენ საქართველოს ეკუთვნი, შესაბამისად როცა ქვეყანას ჭირდება არ არის მართებული გადაწყვეტილება. ადრე ნაკრებში გამაყუჩებლებით და ტრამვიანები თამაშობდნენ როცა ნაკრებს ჭირდებოდათ. ასეთი შანაი აზალგაზრდულს როდის ექმება არავინ იცის და ყველა გვერდში უნდა უდგეს.
ლადო
15 ივნისი 2023 22:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული