ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
რავი ძმაო,მე აგერ, ერთი სეზონია სხვა ქვეყნის ომში ვარ და მე არ დავიღალე
ვატა
15 ივნისი 2023 18:36
10
Midi sheubere mere sporttan ra shuashia???
L.J .
15 ივნისი 2023 20:38
4
თუ დაიღალე დაისვენე! შენ გეკუთვნის! მთავარია მამარდაშვილმა და მიქაუტაძემ არ თქვან უარი (ესენიც დაღლილები არიან ძალიან)!
მწვრთნელი
15 ივნისი 2023 16:27
4
ეს მარტივი ამბავი უნდა მოეგვარებინა ფედერაციას!!!
ყველას უნდა ეთამაშა ახალგაზრდულში ჩემი აზრით.
ეხლა გამოვა ისე რომ ვერც იმ ორ შეხვედრაში დავდებთ კარგ შედეგს (არ წაგება არ ითვლება შედეგად) და ვერც ახალგაზრდული.
მაგრამ ამ თემის მოგვარებას ხომ ცოტაოდენი ტვინი და ერთი ადგილი ჭირდება...
Lobotka
15 ივნისი 2023 16:23
27
ჩასაფრებული რომ ხართ სალანძღავად ვითომ პროფესორები.შენ რას გააკეთებდი ფედერაციის ადგილზე?
მმმმმმმ
15 ივნისი 2023 16:33
4
Imena lobotka xaar
Qarveli ara :)
L.J .
15 ივნისი 2023 20:41
1
დალოცვილი ჭადრაკი. არც იღლები და არვ ტრავმის გეშინია. ისე, ჯერ კიდევ არ არის გვიან. ხომ არ გეცადათ?
ნიჩბოსანი
15 ივნისი 2023 21:39
5
გეორგიან, აზრზე არ ხარ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო ათ ივნისს და ახალგაზრდული მთავრდება ივლისის შუაში. ფეხბურთელს დასვენება არ უნდა სეზონის წინ?!.. ეთამაშა ევროპა, მერე ნაპოლი იწყებს მოსამზადებელს და მერე ჩემპიონატი.... დასვენება არ არის საჭირო?!.. მითუმეტეს რომ წინა სეზონი ფაქტიურად დასვენების გარეშე დაიწყო ნაპოლიში. ვერ ხედავთ რომ სეზონის ბოლო თამაშები ვერ ითამაშა მაღალ დონეზე?!... ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლაა ამის მიზეზი და სხვა არაფერი.
ქუთაისი
15 ივნისი 2023 19:51
16
დისლაიქებით მიხვდები ვინაა აზრზე ან ვინ არაა აზრზე, მე შენნაირ დილეტანტებს არ ვესაუბრები ჩემი კომენტარებით
Georgian
15 ივნისი 2023 20:30
6
ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატს და ევროპის ჩემპიონატს ზაფხულში თამაშობენ, შესაბამისად ყველა გადაღლილია. არგუმენტი არასწორია, შეიძლება ნაპოლის ხელშეკრულებაში უწერია რომ ახალგაზრდულში არ ითამაშოს და
ვერ ამბობს. ჩემი აზრით უნდა ეთამაშა! მიქაუტაძესაც!
პროფესტო
15 ივნისი 2023 19:19
4
ეს იგივე საქართველოსთვის ბრძოლაა. შენს ქვეყანას რო სჭირდება მაშინ არ შეგიძლია? ადრე რო ეთქვათ დავიღალე და არ წავალ ბრძოლაშიო...
geo
15 ივნისი 2023 21:52
7
ვინც ვერ ხვდებით გაიგეთ - ხვიჩა არის უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავი, საკლუბო დონეზე და სანაკრებიზეც გაითქვა სახელი, რაღა დროს მისი ახალგაზრდულია, შეურაცხყოფად უნდა იღებდეს ტიპმა ამდენი შრომა ჩადო სეზონში და ბავშვების გუნდს დაეხმაროსო, არასწორად მიმაჩნია ვინც ნაკრების ძირითად ბირთვშია ახალგაზრდულში რომ მოიაზრებენ
???
15 ივნისი 2023 19:27
30
სხვისი არ ვიცი და მე გეთანხმები
ზურა
15 ივნისი 2023 19:49
10
ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს. 2007-8 წლის სეზონზე მესიმ ოქროს ბურთი აიღო, იყო ბარსელონას და ეროვნული ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი, მაგრამ ახალგაზრდულთან ერთად ითამაშა. 2003-2004 წლებში რონალდუ იყო მანჩესტერის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, მაგრამ მანაც ითამაშა სრულად ახალგაზრდულთან ერთად. ამათ რა ცნობადობა უნდოდათ სკაუტებისათვის, თამაშს იყვნენ მოწყურებულები თუ დიდი ფეხბირთელები არ იყვნენ? უბრალოდ დადგნენ იქ სადაც მათ სახელმწიფოს დასჭირდა. რომელ დაღლაზე საუბრობთ, მესიმ და მოდრიჩმა მაგათზე მეტი თამაში ჩაატარეს და ახლა ნაკრებებს ეხმარებიან. ასაკიც გაიხსენეთ აბა მათი. დაბალი დონის ტურნირი არისო რომ გაჰყვირიხართ. ხშირად ტარდება მსგავსი ტურნირი საქართველოში? არ ეწერება ფეხბურთელის კარიერულ სტატისტიკაში? ან კიდევ ხშირად გვაქვს შანსი, რომ სპორტია ამ სახეობიდან ოლიმპიადაზე მოვხვდეთ? ნაპოლში რომ აკითხავდნენ და გულშემატკივრობდნენ ხომ სასიამოვნო იყო? მეცის და ნაპოლის გულშემატკივრობა რომ დაიწყო ხალხმა მხოლოდ და მხოლოდ მაგათ გამო. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველს, მაგრამ შენი წარმატება პირველ რიგში შენს სამშობლოს უნდა გამოადგეს. წარმატებები საქართველოს ნაკრებს და სრულოად საქართველოს.
სიმართლე უნდა ითქვას
17 ივნისი 2023 23:53
0
ხვიჩასადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, თუ ამაში არ ურევია მისი კლუბის ხელი და ის არ ზღუდავს მის მონაწილეობას ამ ტურნირში, არანაირი სხვა სპორტული მიზეზი გამართლებულად არ მიმაჩნია, თუმცა რა გაეწყობა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სხვა ფეხბურთელებმა (მიმაჩნია მასზე არანაკლებ ლომებმა) უნდა გადადონ თავი და ახტნენ საკუთარ თავზე მაღლა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ქართველი ერიც საბოლოოდ უნდა გაძლიერდეს იმით რომ ბელადის მოლოდინში არ იყოს სულ (ბაგრატიონებს არ ვგულისხმობ). არ შეუძლია? არ უნდა? მისი საქმეა. დიდი ვარსკვლავები და დიდი ადამიანები იქმნებიან პირველ რიგში ხასიათით, რომელიც თავდადებას მოიცავს აუცილებლად (მათ შორის მტანჯველ შრომას დაცემამდე) და სამშობლოს სიყვარულს (ტანჯვას ასევე), სხვა შემთხვევაში ყოველთვის რაღაც დაგაკლდება.
ტატო
16 ივნისი 2023 09:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული