ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
მაკედონიის წინ მოულოდნელი კორონა გამახსენდა. გაორებული გრძნობა მაქვს!
ქორ-პარიკმახერი
16 ივნისი 2023 02:01
6
აბსოლუტურად გეთანხმებით...იმ კორონაზე ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვებია დღემდე ( სად ,რა ვითარებაში აიკიდა ვირუსი? ჩამოსულს ხომ გატესტავდნენ?ბაზაზე (სადაც მარტო არ იყო ხვიჩა) თუ რეჟიმი დაარღვია და გარეთ გამოიპარა? ცხადია რაღაც დამალულია....ახლაც აქ აგრესია წავიდა ამ ორ ახალგაზრდაზე,რომლებიც დარწმუნებული ვარ " მეისრეებად" გამოიყენეს ფეხბურთის "მამებმა" და ძალით (დიახაც ძალით) მოაწერინეს ხელი ამ სულელურ განცხადებებზე...ამით საკუთარი თავი მშრალად გამოიყვანეს,თორემ ნუ შეიყვანდნენ გაფართოებულ სიაში და თვითონ გაეკეთებინათ განმარტება...მაგრამ მაშინ ხალხის აგრესია მათკენ წავიდოდა და არ აწყობდათ
სიმართლე
16 ივნისი 2023 16:18
0
ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, რომელიც მხოლოდ უკან დახევს ცხოვრებაში.
გიო
16 ივნისი 2023 00:27
7
ხვიჩას გადწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ!!
ამ ადამიანმა ერთა ლიგაში იმდენი გააკეთა მთელი რი გაერთიანა და ნუთუ ჩვენ არ უნდა გაუგოთ რომ ფიზიკურათ არ შეუძლია ხვიჩას ახალგაზრდული ნაკრრებში თამაში!!
ცუდათ რომ ოთამაშოს მერე მთელი საქართველო აგინებდეს იქნება ( ასეთ ვართ ჩვენ)
ჯონი
15 ივნისი 2023 23:58
15
რაც გინდა თქვი და სწორედ "პატივსაცემი" არ არის არაფერი ამ გადაწყვეტილებაში.
გიო
16 ივნისი 2023 00:29
3
კარგით რა...აბა ვეტერანი მოდრიჩზე რაუნდავთქვათ? როგორი სეზონი ქონდა?..(ნაპოლი ერთითვეა მოვალეობის მიზნით და გასართობად გადიოდა მოედანზე).. ანდა გუშინ ჰოლანდიასთან რამდენს მუშაობდა? და კარგად დაკვირდით ზოგზოგიერთები ფინალშიც რამდენს იბრძოლებს...მეცს და ნაპოლსაც გიორგის და ხვიჩას გამო ვგულშემატკივრობ,თორე პირადად ჩემთვის საქართველო-u21-ის შედეგი ევრო2023-ზე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნაპოლის და მეცის შედწგები...
romandro
15 ივნისი 2023 22:43
2
მიქაუტაძემაც უარი შემოგვითვალა გულშემატკივარს! დავიღალეოოოოო! დარჩა მამარდაშვილი, რას იტყვის ნეტავ? კაცმა ყველა თამაში ჩაატარა ლა ლიგაში!
მწვრთნელი
15 ივნისი 2023 17:57
1
Georgian- სასაცილოა მცნებების შენეული განსაზღვრებები. ანუ, შენ ამბობ რომ ხვიჩა მსოფლიო დონის მოთამაშეა. და აბა სხვა რა არის ვარსკვლავი თუ არა მსოფლიო დონის მოთამაშე. ლა ფიგაროში იყო სტატია ერთი კვირის უკან კვარაზე სათაურით- მსოფლიო ვარსკვლავი არსაიდან... მთელი მსოფლიო ვარსკვლავს ეძახის და შენ რას ათამაშებ ამ სიტყვებს ვერ გავიგე...რა იქნება მერე და როგორი სახელით დარჩება ფეხბურთის ისტორიაში, ეს სხვა ამბავია, მაგრამ დღეს ის არის დღევანდელი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი...რა არის აქ საკამათო. ანუ, შენ ამბობ რომ ვინმე ისეთი რომ გამოჩნდეს, მესი და მარადონა ერთად აღებული, მინიმუმ სამი სეზონი მაინც უნდა ითამაშოს მაგრად, რომ შენთვის თანამედროვე ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავი გახდეს?!.. სასაცილო არ არის ეხლა ეს?!... და საერთოდაც ფეხბურთში სიტყვა ვარსკვლავის მცნება ეს რაიმე დოგმა კი არ არის. ხალხი თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებს ეძახის ვარსკვლავს, ეგაა და ეგ. ხვიჩა კი თანამედროვე ფეხბურთის ერთ ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია... დარჩება თუ არა იგი ფეხბურთის ისტორიაში ვარსკვლავის სახელით, ამას დრო გვიჩვენებს... მაგრამ დღეს იგი თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავია.
ქუთაისი
16 ივნისი 2023 01:27
6
Მე რაც დავწერე შენ მაინც ვერ გაიგებ, რატომ? Ზუსტად იმიტომ რომ დილეტანტი ხარ, ამიტომ არ ვაპირებ შენთან გრძელვადიან პოლემიკას, უბრალოდ Აზრი არ აქვს და მაგიტომ.გქონდეს ეგ აზრი რაც დღეს გაქვს, შენი ნებაა, უბრალოდ მცდარ აზრზე დგახარ და ეგ მუდმივად ხელს შეგიშლის სწორი ანალიზის გაკეთებაში
Georgian
16 ივნისი 2023 15:14
0
ამდენი ხანი ამას ვწერდი და მაინცდამაინც თვითონ უნდა თქვას თქვე კაი ხალხნო, რომ დაუჯეროთ ვინმეს? როგორ შეიძლება ამხელა სეზონის მერე ეს კაცი იქაც გაგემწესებინათ, გამაგიჟებთ რა. დასვენება უნდა აბა რა უნდა. ამას ხომ ელემენტარული მიხვედრა უნდა. ძალიან სწორი ნაბიჯია
კაპიტან გარდენბურგი
15 ივნისი 2023 23:40
14
ძალიან დამწყდა გული, ყველაფრის მიუხედავად - დატვირთული სეზონი, თითქმის გადამბულად შეუსვენებლად 2 წელი თამაში, მოკლე პერიოდი ტამაშებს შორის, რომელმაც შეიძლება მომდევნო სეზონიც კი დააყენოს გარკვეულწილად რისკის ქვეშ და ა.შ.... მაგრამ ბევრი რამეა მეორე პინაზე - ნაპოლიში მისი წარმატება იმიტო გვიხარია, რომ ქართველია და საქართველომ უნდა იხეიროს საბოლოოდ, ასეთი ტურნირის მასპინძლობის შანსი რომელიც ემთხვევა ,,ოქროს ტაობას" როდის იქნება კაცმა არ იცის, ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი, საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშის შანსი, იმ მაყურებლის, რომელიც ბევრი მიზეზის გამო ვერ ჩადის ნაპოლიში (ყველა ,,სელებრითი" და ,,ფეისი" ხო ვერაა). მარადონა კვირაში 3 თამაშს თამაშობდა, კვირას იუვესთან ტურინში, ოთხშაბათს პერუსთან (ლიმაში) ამხანაგურს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში და შაბათს კალიარისთან ნაპოლიში. ის კაცი ვის საპატივცემულოდაც კვარადონა შეარქვეს... თუ ავწონ-დავწონით ყურადრებით შეიძლება მეორე პინამ დაძალოს...
იმედია სხვებსაც არ გადაედებათ მსგავსი განწყობა და დანარჩენები შეუერთდებიან ახალგაზრდულს. და კიდე იმედია კვიპროსულ-შოტლანდიური ვოიაჟი წარმატებული იქნება და არ იქნება საფუძველი უარყოფითი ნიაღვრის წამოსვლის.
საქართველოს გაუმარჯოს!
Irakli Apkhaidze
15 ივნისი 2023 18:34
3
ხვიჩა არის მსოფლიო ვარსკვლავი , რაღა დროს დუბლებში თამაშია ესეთი სეზონის მერე , რამე რო იტკინოს მერე სად მივდივართ ? 21 წლამდელებში უნდა იტამაშონ ნაკლებად დატვირთული სეზონი ვისაქც ქონდა და კიდე ვისაც კარიერა აქვს ასაწყობი . საერთოდ არ მაქვს პროტესტის გრძნობა . კვარას სიცოცხლე , ჰეიითერებს სიკვდილი
ლშა_იუვენტინო
15 ივნისი 2023 17:58
20
ჩემი-აზრი:ტიპი=პრიორიტეტებს-ვერ-არჩევს!მაგისაგან-ფეხბურტელი-არ=დადგება!დეშოვკა!მაგას-ლეაო-არ-იტყვის-და-არცერტი-პორტუგალიელი-ფეხბურტელი-რომლებიც-ხვიჩაზე-გაცილებით-მეტი-ტუ-არა-ნაკლები-არ-არიან!აგერ-ბელგიელი-ვარსკვლავი(სამი-ხვიჩა-ერთადაღებული)-მძიმე-ტრამვიტ-ჩამოდის-და-მზადაა-თავი-დასდოს-ნაკრებისატვის-ეს-კი-გადაიღალა-რამ-გადაგღალა-ბიჭო?!ხვიჩა-ერტჯერადი-ფეხბურტელის-სახელიტ-შევა-ისტორიაში!აი--აყვავდა-ერტხელ-და-მორჩა-მომავალ-წელს-ნაპოლი-5-მილიონად--ვეღარ-გაყიდის-მაგძალად-ფეხბურტელს!!!მაგაზე-მგარი-ბიჭია-მიქაუტაძე(ჯიგრიანი-ხასიათიანი!!!!)მგონია-ჩვენები-ჩემპიონები-გახდებიან-და-მაგ-ერტჯერადი-დაკარგავს-შანს-მოხვდეს-ბიჭებტან-ერტად-ისტორიაში-და-მაგრად-ინანებს!!!ტიპი-უჯიგრო-ყოფილა!-გულის-სატრფომ-ურჩია-ალბატ!ჰოდა-წადი-პარიზში!წინასწარმეტყველება:შენი-ადგილი-სულიტ-პატარა-ბიჭო-მარადონაზე-კი-არა-საქარტველოს-პარლამენტ6შია-ასევე(ჩემის-აზრით)სულიტ-მდაბიო-ყაველაშვილის-გვცერდზე!!!ბოლოს-მანდ-აღმოჩნდები!-ხალხი-არ-დაგივიჭყებს-არც-კკარგს-არც-ცუდს-ფერშტეინ-პატარა-ბიჭი?!-ის-ყოველტვის-იტყვის:-ხვიჩამ-ევროპის-ჩემპიონატზე-გვიღალატაო!ღალატი-ტეხავს-მაგრად-ტეხავს!!!-სამუდამო-კლეიმოა!მაგრამ-ეს-შენ-არ-იცი-სამწუხაროდ!!!მგონი-ტიპს-შეშინდა-ახალგაზრდა-ვარსკვლავებში-დავიკარგებიო!ეგრეა-ნაღდად!!!
svano magarski
15 ივნისი 2023 17:14
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული